logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


სად უნდა განიკურნოს ნარკომანი...


ამ ბოლო დროს მასმედიის საშუალებით განსაკუთრებული ინტენსივობითა და სიმძაფრით ხდება საქართველოში ნარკოვითარების შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ სად შეიძლება განიკურნოს ნარკომანი და როგორ ხორციელდება ეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ფსიქოსოციალური დახმარებისა და კონსულტაციის ცენტრის” უფროსი დალი უშარიძე აღნიშნავს, რომ მკურნალობა შესაძლებელია ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ასათიანის ქუჩა N10); კლინიკა “ბემონსა” (ქავთარაძის ქ. N14) და კლინიკა “კურანტში” (ყაზბეგის ქუჩა N16, ინფექციური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სეფსისის ცენტრში). გარდა ამისა, ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს აქვს დისპანსერი (დ.აბაშიძის ქუჩაზე N7). აქ ხდება ნარკომანების დეტოქსიკაცია. მკურნალობის ღირებულება 700-დან 1000 ლარამდე მერყეობს. კლინიკა “კურანტსა” და “ბემონში” ხდება თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და ამის გათვალისწინებით მკურნალობის ვადისა და ფასის განსაზღვრა. მკურნალობა ანონიმურია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტების ვინაობა არსად არ დაფიქსირდება. აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებები არ გასცემენ ინფორმაციას კერძო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებზე. ინფორმაციის გაცემის ერთადერთი საფუძველი შეიძლება გახდეს თავად ნამკურნალები პირის მიერ გამოთხოვილი ცნობა.
პირი თავად უნდა გამოცხადდეს ზემოაღნიშნულ რომელიმე დაწესებულებაში და გამოთქვას მკურნალობის სურვილი. სპეციალისტები შეაფასებენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და განსაზღვრავენ მკურნალობის ვადებსა და ღირებულებას. მკურნალობა საშუალოდ 10-14 დღეს გრძელდება. ამ ვადაში ხდება მხოლოდ ნარკოტიკზე ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნა. რაც შეეხება ფსიქოლოგის დახმარებას (რათა მოიხსნას ნარკოტიკზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება), ეს დამატებით ანაზღაურებას მოითხოვს, ანუ არ შედის მკურნალობის კურსსა და მის ღირებულებაში. ამ ეტაპს პაციენტი თავისი სურვილისამებრ გაივლის, ფსიქოლოგის აყვანაც მისი შერჩევით ხდება. ხშირად პაციენტები უსახსრობის ან სხვა მიზეზის გამო მკურნალობის მეორე ეტაპზე უარს აცხადებენ, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნა მხოლოდ ნახევარი საქმეა. საჭიროა ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაც, რადგან პირველივე შემთხვევისთანავე ასეთი პაციენტი შეიძლება კვლავ ნარკომანი გახდეს. ამასთან, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის მოგვარებული ყოფილი ნარკომანების სოციალური რეაბილიტაციის პრობლემა, რაც მოიცავს ასეთი ადამიანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩაბმას, სტატუსის აღდგენას და ა.შ.

http://www.kvirispalitra.ge


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006