logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


მკურნალი სარკე


თავისი გამოსახულების დანახვა ადამიანს ყოველთვის ხიბლავდა. სარკის გამოგონების შემდეგ კი, ეს სურვილი კიდევ უფრო გაძლიერდა, ხოლო თვით სარკეს, თანდათანობით მიენიჭა რაღაც მისტიკური ძალა.
მეცნიერებამ შედარებით მცირე ხნის წინათ დაიწყო ამრეკლავი ზედაპირების თვისებათა შესწავლა. მაგალითად, ცდებს სარკეების გამოყენებით, ახორციელებდა გასული საუკუნის დამლევს ნოვოსიბირსკელი აკადემიკოსი ვ.პ.კაზნაჩეევი. მეცნიერი იყენებდა შეზნექილ სარკეებს, რომელთა შორისაც ბრუნავდა ადამიანი. ახლა ამ ხერხის გამოყენებას ურჩევენ მთელი რიგი ფსიქოსომატური დაავადებების მკურნალობისას.
სანქტ-პეტერბურგის სამრეწველო და საზღვაო მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ ჩვეულებრივი, ბრტყელზედაპირიანი სარკეების "სამკურნალო" თვისებები. თითოეული მათგანი გამოსცემს ინფრაწითელ გამოსხივებას, ეს ფაქტია (ჩვენ ყველა ვასხივებთ სითბოს). მაგრამ რა შედეგს მივიღებთ, თუ ადამიანზე ზემოქმედებას მოვახდენთ მისივე გამოსხივების მეშვეობით, რომელიც სარკეში აირეკლება. შეუძლია ამას გააუმჯობესოს გუნება-განწყობილება, სტიმული მისცეს პაციენტის ორგანიზმს?
ამის შესამოწმებლად ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც ნებაყოფლობით მონაწილეობდა 4 ქალი (ორი მათგანი 70 წლის ასაკის იყო, ორიც - 46), რომლებიც მოათავსეს ორი სარკის ზედაპირის მქონე სპეციალურ დანადგარში, აბსოლუტურ სიბნელესა და იზოლირებულ ოთახში, რათა არ განეცადათ არანაირი დამატებითი ზემოქმედება. როგორც ერთ-ერთი მკვლევარი, სამედიცინო-ბიოლოგიურ ტექნოლოგიათა ლაბორატორიის გამგე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ვლადიმერ პეტრაში აღნიშნავს, ექსპერიმენტის დაწყების წინ ამ ადამიანებს გაუზომეს ძირითადი ფიზიოლოგიური პარამეტრები - სისხლის სპექტროგრამა, წნევა და ა. შ., რათა შეედარებინათ მათი მდგომარეობა ექსპერიმენტის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ.
რამდენიმე ათწუთიანი სეანსის შემდეგ გაირკვა, რომ ოთხივე ქალის ორგანიზმში მოხდა საკმაო რაოდენობის დადებითი ძვრები. გაუმჯობესდა პერიფერიული სისხლის მიმოქცევა, რის შედეგადაც გააქტიურდა ყველა ორგანოს ფუნქცია და სასიცოცხლო პროცესები. ეს გამოიხატა იმით, რომ გაუყუჩდათ თავის ტკივილი, ნორმალური გახდა წნევა (თანაც, ეფექტი შენარჩუნებული იყო პროცედურის დასრულების შემდეგაც). ხანდაზმულ ქალბატონებს მტანჯველი ართროზი და რადიკულიტი უკვე ნაკლებად აწუხებდათ (ჩაცხრა შეშუპება, განელდა ტკივილი). თვით ქალებმა შენიშნეს, რომ თავს უფრო მხნედ გრძნობდნენ, უკეთ ეძინათ, გამოუკეთდათ საერთო გუნება-განწყობილება.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანის ანარეკლს შეუძლია მასზე დადებითი გავლენის მოხდენა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი დღით თუ ჩავაშტერდებით სარკეს, სრულად გამოვჯანმრთელდებით. ისევე, როგორც ნებისმიერი მკურნალობის დროს, სარკესაც შეუძლია ჰქონდეს თანამდევი ეფექტი. ეს თავიდან რომ ავიცილოთ, საჭიროა, ექსპერიმენტი დიდხანს არ გაგრძელდეს - სულ რამდენიმე წუთი. აღსანიშნავია, რომ ზ.ა. კვლევაში სიფრთხილის კიდევ ერთ ზომას მიმართეს: სარკის ზემოქმედებას განიცდიდა მხოლოდ ტანი, თავი კი გარეთ რჩებოდა. საქმე ის არის, რომ ყველაზე მძლავრი გამოსხივება მოდის ჩვენი თვალებიდან - მხედველობის ორგანოს მუშაობა ისეა აწყობილი, რომ მან ჯერ უნდა შთანთქას, შემდეგ კი გამოასხივოს სინათლის სპექტრი.
როფორც სპეციალისტები აღნიშნავენ, არ არის სასურველი, როცა სახლში ბევრი სარკეა, რადგან სწორედ ეს შეიძლება გახდეს ცუდი გუნება-განწყობილების მიზეზი. თუ 10 წუთის განმავლობაში სარკეში არეკლილი ადამიანის გამოსახულება ასე მძლავრ გავლენას ახდენს ორგანიზმის ყველა სისტემაზე, მაშინ, ადვილი მისახვედრია, რომ ყოველდღიური კონტროლსდაუქვემდებარებელი სარკის ეფექტი სასურველი არ უნდა იყოს, რადგან ამან შეიძლება უკუშედეგი მოგვცეს. მიაჩნიათ, რომ არ არის გონივრული სააბაზანოში მოსარკული ჭერის გაკეთება და რამოდენიმე სარკის არსებობა საძინებელში.
მეცნიერების თქმით, სამკურნალო მეთოდიკას სჭირდება დახვეწა, საჭიროა სერიოზული კლინიკური გამოკვლევების გაგრძელება. ადვილი დასაშვებია, რომ მალე, თავის ტკივილის შემთხვევაში საკმარისი იქნება მხოლოდ სარკეში ჩახედვა, საკუთარი ღიმილის დანახვა და უსიამოვნო შეგრძნებაც ერთი ხელის დაკვრით მოიხსნება.

  იულია გარმატინა

http://www.open.ge/sakartvelos-respublika


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006