logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა იწვევს გლაუკომას


კომპიუტერის მონიტორთან მუდმივი მუშაობა თვალის მძიმე დაავადების - გლაუკომის, განვითარების ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორად ითვლება. ამის შესახებ განაცხადეს იაპონელმა ოფთალმოლოგებმა ბრიტანეთის ოფთალმოლოგიური ჟურნალის ფურცლებზე.
იაპონელმა მეცნიერებმა დოქტორ Masayuki Tatemichi-ს ხელმძღვანელობით ტიხოს უნივერსიტეტიდან (ტოკიო) შეისწავლეს სხვადასხვა პროფესიის მქონე 10 ათასამდე ადამიანი, რომლებიც რამოდენიმე წლის განმავლობაში მთელ სამუშაო დღეს კომპიუტერთან ატარებდნენ. გამოკითხულთა საშუალო ასაკი იყო 43 წელი. 5%-ს აღენიშნებოდა მხედველობის ესა თუ ის დარღვევა. როგორც შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, მათ მესამედს აღმოაჩნდა გლაუკომის ესა თუ ის ნიშანი – მხედველობის ველის შევიწროება ან პერიოდულად მხედველობის “დაბინდვა”. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გლაუკომის პარალელურად, მათ უმრავლესობაში ასევე იქნა დიაგნოსტირებული სხვადასხვა ხარისხის ახლომხედველობა, რის საფუძველზეც გაკეთდა დასკვნა, რომ ყველაზე ხშირად გლაუკომით ავადდებიან კომპიუტერთან მომუშავე ახლომხედველები, ანუ კომპიუტერის მომხმარებელთა სწორედ ეს კატეგორია არის ყველაზე მეტად თვალის მძიმე დაავადების განვითარების რისკის ჯგუფში.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს სტატისტიკურად სანდო კავშირი გლაუკომის განვითარების ალბათობასა და კომპიუტერის ეკრანთან გატარებულ დროს შორის. აღმოჩნდა, რომ დაავადება ყველაზე ხშირად ემართებათ იმ ადამიანებს, რომელთაც კომპიუტერთან მუშაობის 15 წელზე მეტი სტაჟი აქვთ, ხოლო ყოველდღიურად მონიტორთან გატარებული დრო მინიმუმ 5 საათია.
სტატისტიკის მიხედვით, მთელს მსოფლიოში ბრმათა 1/3-ს მხედველობა გლაუკომის გამო აქვს დაკარგული. იგი თვალის მძიმე დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის გამოვლენაც საწყის ეტაპზე საკმაოდ ძნელია. გლაუკომის დროს იზრდება თვალის შიგა წნევა, ზიანდება მხედველობის ნერვი და შეიძლება განვითარდეს სიბრმავე.
გლაუკომის განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება თამბაქოს მოხმარება და მაღალი არტერიული წნევა. იაპონელი მეცნიერების აზრით, ამ ჩამონათვალს უნდა დაემატოს კომპიუტერთან მუშაობაც. ადამიანები, რომლებიც მონიტორთან ატარებენ დღეში 8სთ-ს და მეტს, ორჯერ უფრო ხშირად ავადდებიან გლაუკომით იმათთან შედარებით, ვინც ცოტას ან სრულებით არ მუშაობს კომპიუტერთან. ამ დაავადების განვითარების შანსი იზრდება ახლომხედველობის პირობებში.
უნდა აღინიშნოს, რომ კვლევაში მონაწილეობდნენ მხოლოდ იაპონელი მამაკაცები. მეცნიერთა აზრით, თუკი ეს შედეგები დადასტურდება უფრო მრავალფეროვანი პოპულაციის პირობებში კვლევის განმეორებისას, ეს, რასაკვირველია, კომპიუტერის მილიონობით მომხმარებელთათვის არასასიამოვნო სიახლე გახდება.

http://cnews.ru


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006