მწარე წიწაკა შველის დიაბეტს?
ნივთიერება, რომელიც წიწაკის სიმწარეს განაპირობებს, აქვეითებს შაქრის დონეს ძაღლების სისხლში. წიწაკის ეს თვისება დადასტურებულ იქნა იამაიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული გამოკვლევებით. დღემდე ამ ნივთიერების თვისებები სრულად შესწავლილი არ ყოფილა, თუმცა იამაიკელი სახალხო მკურნალები დიდი ხანია იყენებენ მწარე წიწაკას დიაბეტის სამკურნალოდ. წიწაკის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერება კაპსაიცინს იყენებენ ამერიკელი მედიკოსებიც დიაბეტური ნეიროპათიის სამკურნალოდ.
მეცნიერებმა შეამოწმეს კაპსაიცინის ზემოქმედება სისხლში შაქრისა და ინსულინის შემცველობაზე. ცდებმა აჩვენა, რომ იმ ძაღლებში, რომლებსაც უტარდებოდათ კაპსაიცინით მკურნალობა, შაქრის შემცველობა სისხლში სარწმუნოდ ნაკლები იყო, ხოლო ინსულინის რაოდენობა კი – მეტი იმ ოთხფეხებთან შედარებით, რომლებსაც არ უტარდებოდათ კაპსაიცინით მკურნალობა.
მეცნიერებისათვის ჯერჯერობით უცნობია, რა მექანიზმით ზემოქმედებს კაპსაიცინი – ასტიმულირებს ინსულინის გამომუშავებას, თუ ხელს უშლის მის დაშლას. www.medlinks.ru
|