მობილური ტელეფონი იწვევს ნაადრევ სიბერეს
მობილური ტელეფონებისა და კომუნიკაციის სხვა უკაბელო საშუალებების აქტიური გამოყენება ორგანიზმის ნაადრევ სიბერეს იწვევს - გვარწმუნებს შვედი მეცნიერი ლეიფ სალფორდი. მისი აზრით, ადამიანის ტვინზე მობილური ტელეფონების მიერ გამოსხივებული მიკროტალღების მასიური ზემოქმედება “ადამიანებზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ბიოლოგიური ექსპერიმენტია”.
სალფოლდს მიაჩნია, რომ მსგავსი ტექნოლოგიების გავრცელებით კაცობრიობა “მიკროტალღების ზღვამ” წალეკა.
სალფოლდის დასკვნა, რომელიც გარემოს კვლევის ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუტმა გამოაქვეყნა, სისხლის ცილაზე და ადამიანის ტვინზე მიკროტალღების გავლენას შეეხება.
ადრე წარმოებული კვლევების დროს ყურადღებას ამახვილებდნენ მობილური ტელეფონებით სარგებლობისას ტვინის კიბოს განვითარების შესაძლო რისკზე, თუმცა დღემდე წარმოებულმა კვლევებმა ამის დადასტურება ვერ შეძლო.
სალფოლდი და მისი ჯგუფი 15 წელი იკვლევდა ზემოქმედების სხვა ასპექტებს, კერძოდ, სუსტი მიკროტალღების გავლენით ალბუმინების (ცილების) ტვინში შეღწევას. მისი მონაცემებით, მოვლენა დადასტურებულია და თუმცა შორეული შედეგები ცნობილი არ არის, ვარაუდობენ, რომ ეს ფაქტი ძალზედ სახიფათოა ორგანიზმისათვის. პროფესორის აზრით, მიკროტალღების გავლენით ხდება ტვინის ნეირონების “დაძაბუნება”, ჩვეულებისამებრ, არა 60 წლის, არამედ 30 წლის ასაკში.
სალფორდი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ადამიანისათვის მობილური სატელეფონო კავშირის დიდი მნიშვნელობისა, ცდების შედეგები შემაშფოთებელია და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. www.medlinks.ru
|