logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კახეთის რეგიონის ექიმებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კახეთის რეგიონის ექიმებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკმენტების პროგრამის სიახლეები გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს მიმდინარე სიახლეებზე და ასევე, იმ გეგმებზე, რაც სამომავლოდ პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. მინისტრის მოადგილის თქმით, ცვლილებები უკვე განხორციელდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად შეუძლიათ. მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ბენეფიციარებს 118 აფთიაქი მოემსახურებათ: „PSP“, “ავერსი“, „ჯიპისი“, „ფარმადეპო“, „სახალხო აფთიაქი“. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ექიმების ჩართულობა ამ პროცესში, მათ აქტიურად უნდა იმუშაონ პაციენტებთან პროგრამის მნიშვნელობის და მედიკამენტური მკურნალობის აუცილებლობის თაობაზე. „დღეს მომეცა შესაძლებლობა კახეთის რეგიონის ექიმებისთვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის სიახლეები გამეცნო და მათი მოსაზრებები მომესმინა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურანლო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი. პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს: გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II), ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება.“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ . პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად-1 ლარად; საპენსიო ასაკის მოქალაქეები; მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები; პარკინსონით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე; ეპილეფსიით დაავადებული ნებისმიერი მოქალაქე. პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100 -ს . მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და კახეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

http://www.moh.gov.ge

2019.05.31


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006