logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორობის ქართველი კანდიდატის მხარდამჭერი შეხვედრები ჩატარდა

ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 72-ე სესიაზე  საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ჟენევაში იმყოფებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. სესიის პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორის თანამდებობაზე ქართველი კანდიდატის,  ნატა მენაბდის მხარდასაჭერად,  ჯანდაცვის მინისტრმა უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

აღნიშნულ შეხვედრებზე დავით სერგეენკომ   ხაზი გაუსვა  ჯანდაცვის სფეროში ნატა მენაბდის მნიშვნელოვან სამუშაო  გამოცდილებას   ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეებზე. ასევე, მინისტრმა მაღალი რანგის დელეგაციების წინაშე დადებითად შეაფასა ქართველი კანდიდატის  ხედვები ევროპის რეგიონული ოფისის სამომავლო საქმიანობასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმირების პროცესთან და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. 

ორმხრივი შეხვედრების გარდა, სპეციალურად  ნატა მენაბდისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ასამბლეაში მონაწილე მაღალი დონის დელეგატებმა. ნატა მენაბდემ მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა მის  ხედვასა და პრიორიტეტებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად აისახება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის პროგრესზე.

აღსანიშნავია, რომ ქართველი კანდიდატი, ნატა მენაბდე ამ დრომდე იკავებს გაეროში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას  ნიუ იორკში. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის არჩევნები გაიმართება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 69-ე სესიის ფარგლებში, რომელიც კოპენჰაგენში 2019 წლის 16-19 სექტემბერს ჩატარდება. 

2019.05.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006