logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წელს რამდენიმე ძვირადღირებულ მომსახურებას პირველად დააფინანსებს

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რეგიონის დონეზე სხვადასხვა სახის დაავადების მაღალტექნოლოგიურ, ოპერაციულ და სარეაბილიტაციო მომსახურებას აფინანსებს. უწყება, 2019 წელს მოსახლეობას რამდენიმე სიახლეს სთავაზობს. მომავალ წელს ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, პირველად მოხდება რეგიონის მოსახლეობისთვის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება.

„მოგეხსენებათ, რომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია დიდ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს. ჩვენ გავითვალისწინეთ პაციენტების საჭიროება და მომავალი წლიდან ვიწყებთ ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაციის დაფინანსებას - 80 000 ლარით, ხოლო ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაციის დაფიანანსებას - 150 000 ლარით" - აღნიშნა ჩვენთან საუბარისას აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

მომავალ წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, დადასტურებული დიაგნოზის შემთხვევაში, პირველად დაუფინანსებს გაფანტული სკლეროზის მკურნალობისთვის საჭირო მაღალეფექტურ მედიკამენტებს, თითოეულ პაციენტზე წლიური ლიმიტი განისაზღვრება 25 000 ლარით. ცვლილება იგეგმება ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსების წესში.

მომავალი წლიდან უწყება ზრდის ღვიძლის ტრანსპლანტაციისათვის გათვალისწინებულ თანხას და ერთ პაციენტზე გამოყოფს 65,000 ლარს. სამინისტრო აღნიშნულ მომსახურებას 2016 წელიდან აფინანსებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში ისარგებლა 9 პაციენტმა, რისთვისაც გამოიყო - 370,000 ლარი.

სიახლეებია ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო მომსახურების პროგრამაშიც. მოიმატებს ტარგეტული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი და გახდება 15 000 ლარი. ფინანსურად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნლობა, კერძოდ: პაციენტებს საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებული HER-2 - მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში სრულად დაუფინანსდებათ ძვირადღირებული მედიკამენტით მკურნალობის კურსი.

2013 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 11 პროგრამას ახორციელებდა, 2019 წელს უწყება 32 პროგრამას განახორციელებს.

 

 

http://ghn.ge

2018.12.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006