logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დავით სერგეენკო გაეროს 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

გაეროს ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში, ტუბერკულოზის წინააღმდეგ,  ბრძოლისადმი მიძღვნილი სხდომის  თავმჯდომარედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო  აირჩიეს.  სესიაზე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მიყავდა, სიტყვით,  კომპანია „Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი გამოვიდა. სხდომაში მონაწილე 162  წარმომადგენელს შორის,  იყვნენ ჯანდაცვის მინისტრები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი ქვეყნების გამოცდილება და გეგმები განიხილეს.

მაღალი დონის სესიაზე,  სიტყვით გამოსვლისას დავით სერგეენკომ  აქცენტი გააკეთა ტუბერკულოზთან  ბრძოლის მნიშვნელობაზე:

„ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო  ტუბერკულოზის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლისადმი მიძღვნილ სესიაში, ეს ნამდვილად  ისტორიული შესაძლებლობაა. ტუბერკულოზი ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა. იგი ანტიმიკრობული რეზისტენტობის ჩამოყალიბების შემდგომი  და აივ ინფიცირებულთა ლეტალობის ძირითადი გამომწვევია. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გლობალურ ჯანმრთელობას და ეროვნულ უსაფრთხოებას. მართალია, ტუბერკულოზთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინოვაციები შეიქმნა, მათ შორის უფრო ზუსტი და სწრაფი დიაგანოსტიკის მეთოდები, ახალი თაობის მედიკამენტები, თუმცა მაინც არსებობს  გამოწვევები განხორციელების პროცესში,  განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებთან და იმ მოსახლეობასთან, რომლებსაც სერვისებზე ნაკლები წვდომა აქვთ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ვალდებულება, რომ უფრო გააქტიურდეს პროცესები და შემუშავდეს ანგარიშვალდებულების ჩარჩო. ვფიქრობ, საქართველოს გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მიმართულებით, წარმოადგენს ორი ძირითადი პროვაიდერის მჭიდრო კავშირის მოდელს, ტუბერკულოზის სამკურნალო სერვისების უკეთ მიწოდებისთვის. საქართველო ახორციელებს ტუბერკულოზის, C ჰეპატიტის, აივ ინფექცია/შიდსის ინტეგრირებული სკრინინგის  პროექტს, რათა მივაღწიოთ სერვისებით უკეთეს მოცვას პირველადი ჯანდაცვის დონეზე, განსაკუთრებით ძნელად მიწვდომად ჯგუფებში. პროექტში  მუნიციპალური ხელისუფლების ჩართულობა, პროვაიდერების წახალისება და პირველადი ჯანდაცვის სექტორთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ეფექტიან და მდგრად განხორციელებას. ტუბერკულოზთან ბრძოლა მოითხოვს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერას და რესურების მობილიზებას  ყველა სეგმენტსა და სექტორში, იქნება ეს ეროვნული, რეგიონული, თუ გლობალური. ეს არ იქნება მარტივი, თუმცა ვფიქრობ, ერთადერთი გზაა მივაღწიოთ სწრაფ პროგრესს ტუბერკულოზის საბოლოოდ დასამარცხებლად“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

დღეს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე დავით სერგეენკო არაგამდები დაავადებების შესახებ გაეროში მოხსენებით კვლავ  წარსდგება.

http://moh.gov.ge

2018.09.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006