logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის საკვების ფორთიფიკაციის ინიციატივის მისიას უმასპინძლეს

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის საკვების ფორთიფიკაციის ინიციატივის მისიის მიზანია ადგილზე სიტუაციის გაცნობა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ფქვილის რკინითა და ფოლიუმის მჟავით მანდატორული ფორთიფიკაციის საკითხის ადვოკატირება.
შეხვედრის მონაწილეებმა, რომელთა შორის იყვნენ საკვების ფორთიფიკაციის ინიციატივის (FFI - Food Fortification Initiative) კომუნიკაციების კოორდინატორი სარა ციმმერმანი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სტურუა და სხვები, განიხილეს ქვეყანაში ნუტრიციული ზედამხედველობის სისტემა. ასევე გაეცნენ ინფორმაციას ანემიის, რკინის დეფიციტის, იოდის და NTD-ს კვლევის შედეგების შესახებ და იოდიზებული მარილის ეფექტურობაზე. სარა ციმმერმანმა ასევე ისაუბრა ფქვილის ფორტიფიკაციაზე და საქართველოში ამ პროცესის საჭიროებასა და ადვოკაციაზე.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ იოდდეფიციტური დარღვევები, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, ენდემურია საქართველოსთვის. იგი გამოწვეულია იოდის დაბალი დონით წყალში, ნიადაგსა და შესაბამისად, საკვებშიც. მნიშვნელოვანი პრობლემაა სხვა ნუტრიენტების დეფიციტიც.
„მიკრონუტრიენტთა დეფიციტის ზედამხედველობის გაძლიერების“ კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, 2015 წლიდან საქართველოში ხორციელდება ნუტრიციული ზედამხედველობის სისტემის ფორმირება ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკური ცენტრების (US CDC) და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის (NCDC) მიერ. სისტემაში ჩართულია ლაბორატორიული კვლევის კომპონენტი რკინის, ფოლიუმის მჟავის და იოდის დეფიციტის გამოსავლენად როგორც ბავშვთა, ასევე ორსულთა კონტინგენტში. პროექტის განხორციელების განვლილ პერიოდში მიღებულია ფრიად საყურადღებო მონაცემები, კერძოდ: მაღალია რკინის დეფიციტისა და ანემიის მაჩვენებელი 12-23 თვის ბავშვებსა და 1-ლი ტრიმესტრის ორსულებში, მაღალია ფოლატის დეფიციტის მაჩვენებელი 1-ლი ტრიმესტრის ორსულებში, მაღალია ნერვული მილის დეფექტების (NTDs) გავრცელების მაჩვენებელი.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სტურუა აცხადებს, გამოკვლევები ცხადყოფენ, რომ ფქვილის იოდით და ფოლიუმის მჟავით გაჯერება აუცილებელია და ამ უნივერსალურ შესაძლებლობაზე საქართველომ უარი არ უნდა თქვას და რაც უფრო დროულად გადაწყდება ეს საკითხი, მით უმჯობესია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაც, რომლის მიხედვით, დღეს არსებული მცირე მასშტაბის კვლევის საფუძველიც კი საკმარისია იმისათვის, რომ მოხდეს როგორც ფქვილის, ასევე სხვა პროდუქტების ფორტიფიცირება - ასეთი პრაქტიკა ნამდვილად არსებობს 85 ქვეყანაში, თვით აშშ-შიც კი, სადაც დეფიციტური მიკროელემენტებით, ფოლიუმის მჟავით ხდება პურის ფქვილისა და სხვა ხშირად მოხმარებადი პროდუქტების გაჯერება.
საკითხისადმი ფორსირებულ მიდგომას არ იზიარებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე და, შესაბამისად, საპარლამენტო კომიტეტი.
„პარლამენტის დამოკიდებულება ასეთია - კვლევები უნდა იყოს სრულფასოვანი და ამომწურავი, ინფორმატიული, თუ რა საჭიროებაა და რა მიზნობრივ ჯგუფებზეა გათვლილი ფორტიფიცირებული პროდუქტები, ან და ეს ინიციატივა მასშტაბურად იქნას განხორციელებული და მხოლოდ ამის შემდეგ იყოს მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფო 2015 წლის შემდეგ ახორციელებს ნუტრიციული ზედამხედველობის სისტემურ ფორმირებას, რაშიც ჩართულია ლაბორატორიული კვლევის ნაწილი, რომ სწორად შეფასდეს ვითარება, თუ რა მიკროელემენტების დეფიციტი არსებობს ქვეყანაში. დაფიქსირდა რკინის დეფიციტი, განსაკუთრებით ერთიდან ორ წლამდე ასაკის ბავშვებში და ფოლიუმის ნაკლებობა ორსულებში. ჩატარდა ასევე იოდის შემცველობაზე კვლევები, აქ დადებითი ტენდენციები გვაქვს - დეფიციტი ნაკლებად ფიქსირდება.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრის დამოკიდებულება იმდაგვარია, რომ ის ეფუძნება მსოფლიო პრაქტიკას, როდესაც ქვეყნების უმეტესი ნაწილი იყენებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას და ზოგჯერ კვლევების გარეშე ახდენენ ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტის, მაგალითად, პურის ფქვილის ფორტიფიცირებას - გაჯერებას მიკროელემენტებით. ჩვენი დამოკიდებულებაა, რომ გვქონდეს მეტი მტკიცებულება, ვეფუძნებოდეთ კვლევებს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. აუცილებელია, რომ მიკროელემენტების საჭიროება, ანუ პრემიქსი, რომელიც იქნება გამოყენებული ყველაზე ხშირად მოხმარებადი. 

 

პარლამენტის პრესსამსახური

http://www.ipress.ge

2018.09.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006