logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    C ჰეპატიტის პროექტის კოორდინატორი: ვერ დაიხარჯა იმ რაოდენობით მედიკამენტი, რაც უნდა დახარჯულიყო

C ჰეპატიტის უპრეცედენტო პროგრამით, რომელსაც საქართველოში 2020 წლისთვის დაავადება უნდა აღმოეფხვრა, გამოძიება დაინტერესდა.  კერძოდ, საქმე ეხება დაავადების სამკურნალოდ საქართველოსთვის გამოყოფილ, თუმცა გაუხარჯავ, ვადაგასულ, ძვირადღირებულ პრეპარატებსა და სავარაუდო კორუფციას.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის პროექტის კოორდინატორი ეკა ადამია ირწმუნება, მას ჯანდაცვის სამინისტროში საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.  მიზეზად შვებულება დაასახელა. რაც შეეხება ვადაგასულ წამლებს, ადამიამ "აქცენტს" ვრცელი კომენტარი მისცა:

ეკა ადამია: ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს გარკვეული გეგმა, გვყავს უცხოელ ექსპერტთა საბჭო და მათთან ხდება ანგარიშგება. კერძოდ, ხდება შესრულებული სამუშაოების ანგარიშგება და დგება დასახული მიზნის მიღწევისთვის საჭირო სამუშაოების გეგმა. იმის გათვალისწინებით, თუ რა გათვლაა გაკთებული წლისთვის,  ქეყანაში მედიკამენტები ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობით შემოდის.  ყოველთვიურ ანგარიშგება გვაქვს, როგორც შმეოსული, ისე გახარჯული მედკამენტების შესახებ. ეს სტანდარტული პროცედურაა. იცით, რომ 2020 წლისთვის უნდა მივაღწიოთ მიზანს და გვაქვს გარვეული კონკრეტული სამიზნე.

- გვაქვს ინფორმაცია, რომ დაგროვდა დიდი რაოდენობით გამოუყენებელი მედიკამენტი, რომელსაც ვადა გაუვიდა...

- ეს პაციენტების კლებამ განაპირობა: მოგეხსენებათ თავიდან დაგროვილი იყო პაციენტების დიდი რაოდენობა, რომელთაც იცოდნენ, რომ ჰქონდათ ეს დაავადება და სწრაფად ჩაერთნენ პროგრამაში. შემდეგ კი ნელ–ნელა იკლო რაოდენობამ. ჩვენ მოქალაქეებს მოვუწოდებთ პროგრამაში ჩართვისკენ, სხვადასხვა მექანიზმებით ვამარტივებთ პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობებს, თუმცა პაციენტების რაოდენობა მაინც არ არის ისეთი, რომ სასურველ მიზანს მოკლე დროში მივაღწიოთ. ამ კლებამ კი განაპირობა ის, რომ ვერ დაიხარჯა იმ რაოდენობით მედიკამენტი, რაც უნდა დახარჯულიყო.

- რის ხარჯზე იკლო პაციენტების რაოდენობამ? C ჰეპატიტი აღარ არის აქტუალური პრობლემა, მოქალაქეები ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან  თუ არ ვიცით რეალურად რასთან გვაქვს საქმე?

- როგორც უკვე აღვნიშნე, პროგრამის საწყის ეტაპზე პაციენტები იყვნენ დაგროვილი. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამ დაავადებას ატარებდნენ, თუმცა არ ქონდათ შესაბამისი მედიკამენტები და პროგრამის დაწყებისთანავე ჩაერთვნენ მასში და განიკურნენ.  თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად არიან ამ დაავადების მატარებლები და მათ არ აქვთ ინფორმაცია ამის შესახებ, პროგრამაშიც არ ერთვებიან მიუხედავად იმისა, რომ  სკრინინგის გადასახადი ფაქტობრივად გავანულეთ.  ბევრი აქტივობა გვაქვს, რომ პაციენები მოვიზიდოთ.

- როგორ ფიქრობთ, ფინანსური მხარე არ არის ბარიერი?

- პროგრამაში თავიდანვე იყო გათვალისწინებული თანაგადახდა, ამას ჩვენ ყოველთვის ვამბობდით. საწყის ეტაპზე გადასახადი მეტი იყო, ვიდაიდან მეტი იყო ჩასატარებელი კვლევა. პირველ ეტაპზე განიკურნენ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები, შემდეგ წამოვიდა შედარებით მსუბუქი ფორმები, უფრო ნაკლები დიაგნოსტიკური კვლევებია გათვალისწინებული და ფასიც დავწიეთ, პაციენტის გადასახადის გარკვეული ნაწილი სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო.

ვიცით, რომ პროგრამის ფარგლებში რამდენიმე ბარიერი არსებობს და ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ.  კი ბატონო, სახელდება, რომ ფინანსური მხარეც ერთ-ერთი ბარიერია. უნდა აღინიშნოს, რომ 3 სექტემბრიდან პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა 150 ლარი იქნება;  ვეტერანებს გადასახადის 70%-ს სახელმწიფო დაუფარავს. გარდა ამისა, მთავარი რასაც წელს ვაკეთებთ ისაა, რომ პროექტის დეცენტრალიზაცია მოხდება: ვაფართოებთ გეოგრაფიულ არეალს, ყველა მუნიციპალიტეტში მაქსიმუმ ერთი დაწესებულება იარსებებს, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც დიაგნოსტიკა ისე მკურნალობა. გვყავს ისეთი პაციენტებიც, რომლებმაც სკრინიკგი ჩაიტარეს და შემდეგ არ გამოჩდნენ, ამიტომ ასეთი პაციენტების გამოსავლენად სხვადასხვა აქტივობები დავამატეთ: სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს უფლება მივეცით, რომ მოიძიონ და პროგრამაშ ჩართონ ასეთი პაციენტები. ბევრი აქტივობაა, რომელსაც ვახორციელებთ და იმედი გვაქვს, რომ ეფექტური იქნება.

 "აქცენტი" 

 
 
 

http://www.ipress.ge

2018.09.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006