logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სამშობიარო დაწესებულებებს საკეისრო კვეთის გაზრდილი რიცხვის გამო სანქციები დაუწესდათ

სოციალური მომსახურების საააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 1 მარტიდან დღემდე, 14 სამშობიარო დაწესებულება საკეისრო კვეთების რაოდენობის ზრდის გამო დაჯარიმდა, 5 კი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშა. ამის შესახებ სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, მაია მაღლაკელიძე- ხომერიკმა განაცხადა.

მისი თქმით, სამშობიარო დაწესებულებებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, განსაზღვრული იყო საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირება, ამ პირობის შეუსრულებლობის გამო შესაბამის კლინიკებს შეუჩერდათ სტატუსი, ნაწილს კი საჯარიმო სანქციები დაუწესდათ. მაია მაღლაკელიძე - ხომერიკმა ის სამშობიარო სახლებიც დაასახელა, რომლებსაც რეგულაციის დარღვევის გამო სანქციები დაეკისრათ:

დაჯარიმდნენ:

შპს BROTHERS-ი, შპს "ბაიები", სს "ჩაჩავას კლინიკა", შპს „უნიმედი კახეთი“, მ.იაშვილის სახ.ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენრალური ჰისპიტალი, შპს აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, შპს "ახალი სამშობიარო ცენტრი", შპს "დავით დავარაშვილის კლინიკა", შპს "იმედის კლინიკა", შპს "ხონელიძის კლინიკა", შპს "მედკაპიტალი" (გლდანის ფილიალი), შპს "ქუთაისის N3 სამშობიარო სახლი", შპს "ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლი" და შპს "ჰერა 2011".

სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებლის სტატუსი შეუწყდათ:

შპს ნათელა პატარკაციშვილის სახელობის მრავალპროფილური კლინიკა დედაშვილობა, შპს "ოქროს საწმისი-XXI", შპს "პირველი საავადმყოფო", შპს საქართველოს საპატრიაქროს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი და შპს ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი.

მაია მაღლაკელიძე-ხომერიკის განმარტებით, საქართველოს მასშტაბით, 2017 წელს საკეისრო კვეთების ხვედრითმა წილი არ შემცირებულა და 44.4%-ია. მისი თქმით, ამ მაჩვენებლის კლების დინამიკა საკეისრო კვეთებზე შემოღებული რეგულაციების შემდეგ არ შეინიშნება.

სამშობიარო სახლებისთვის გამოწერილი ჯარიმის თანხა საკეისრო კვეთების რაოდენობის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობის (300 ლარი) საკეისრო კვეთების რაოდენობაზე ნამრავლით დგება.

მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 500 ლარით აფინანსებს, საკეისროს კი 800 ლარით. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საკეისრო კვეთა კეთდება არა სამედიცინო ჩვენებით (როცა ფიზიოლოგიური მშობიარობა დედის ან ბავშვის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის), არამედ მშობიარის მოთხოვნით, სახელმწიფო იხდის არა 800 ლარს, არამედ ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის განსაზღვრულ თანხას – 500 ლარს.

ხომერიკის თქმით, სანქცია სამშობიარო კლინიკებთან დადებულ ხელშეკრულებებში 2017 წლის 1 მარტიდან ჩაიდო და ეკისრება იმ კლინიკებს, სადაც საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში არ შემცირდა. ეს პერიოდი თავდაპირველად ექვსი თვით განისაზღვრებოდა, მთავრობის ახალი, 180-ე დადგენილების თანახმად კი სანქციები ერთწლიან მონაცემებზე დაყრდნობით დაიანგარიშება. ცვლილება ახალ კონტრაქტებში ჩაიდო. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 2016 წელს საკეისრო კვეთებმა მშობიარობების საერთო რაოდენობის 43% შეადგინა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტს თითქმის სამჯერ აღემატება.

http://imedinews.ge

2018.07.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006