logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შეხვედრა ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევებზე რეაგირების მიზნით

ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევებზე რეაგირების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში უწყების ხელმძღვანელთა, სტრუქტურული ერთეულებისა და დარგის ექსპერტების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. შეხვდრაზე ე.წ. “კლუბური ნარკოტიკების” მოხმარების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს. მათი გარდაცვალების მიზეზს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ადგენს. შესაბამისად, რთულია, ანტიდოტური ეფექტის მქონე პრეპარატის განსაზღვრა. დარგის სპეციალისტებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, არ მოიხმარონ დაუდგენელი ნივთიერებები ნარკოტიკული თრობისათვის. ე.წ. „კლუბურ ნარკოტიკს“ შესაძლოა, ისეთივე ფატალური გართულებები ახლდეს, როგორც სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს. შეხვედრაზე „ოპიატების“ ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერებებით ზედოზირების შემთვევებსა და „ნალოქსონის“, როგორც ანტიდოტის გამოყენების შესახებ ისაუბრეს. პრეპარატ „ნალოქსონის“ მიღება შეზღუდვის გარეშეა შესაძლებელი და მისი რეცეპტის გამოწერის უფლება ყველა ექიმს აქვს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ე.წ. კლუბური (რეკრეაციული) ნარკოტიკების უმრავლესობა მიეკუთვნება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, რომელთა მიმართ “ნალოქსონი” არაეფექტურია (იგი ეფექტურია მხოლოდ „ოპიატების“ ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერებებით მოწამვლისას). ამასთან, საქართველოში რეგისტრირებული „ნალოქსონის“ მწარმოებლის მიერ შემუშავებული ინსტრუქციის თანახმად, მისი გამოყენებისას დაცული უნდა იყოს რიგი უსაფრთხოების ზომები პრეპარატის გამოყენებისას შესაძლო გვერდითი მოვლენების განვითარების რისკების თავიდან აცილების მიზნით. შესაბამისად ნალოქსონის ორგანიზმში შეყვანა შესაძლებელია მხოლოდ სამედიცინო პერსონალის ან იმ პირების მიერ, რომელთაც გავლილი აქვთ სათანადო მომზადება. აღსანიშნავია, რომ გლობალური ფონდისა და სამინისტროს ხელშეწყობით, „ზიანის შემცირების ქსელი“ 2009 წლიდან, უწყვეტად ამარაგებს ნარკოდამოკიდებულ პირებს „ნალოქსონით“ (წელიწადში დაახლიებით 12 000 ამპულა), რომელთაც, ასევე, უტარდებათ სათანადო მომზადება მისი გამოყენების თაობაზე. ამავდროულად, საქართველოში ხორციელდება ნარკოდამოკიდებულ პირთა ჩანაცვლებითი თერაპია „ბუპრენორფინ-ნალოქსონით“. შეხვედრის მონაწილეებმა ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევების პრევენციის გზებზე იმსჯელეს და მოქალაქეებს, როგორც ნარკოტიკული, ასევე, სხვა უცნობი ნივთიერებების მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. 

http://moh.gov.ge

2018.05.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006