logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კონფერენცია თემაზე „არტერიული ჰიპერტენზია"

„არტერიული ჰიპერტენზია - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტი” - აღნიშნულ თემას მიეძღვნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში 10 მაისს გამართული კონფერენცია. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები არტერიული ჰიპერტენზიის ეპიდემიოლოგიისა და პრევენციის, კლინიკური მიმდინარეობის, მართვის ხარვეზებისა და შესაძლებლობების, მონიტორინგის აუცილებლობის, მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე და მისი ზრდის შესაძლებლობებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
წელს საქართველო კვლავ უერთდება „მაისის გაზომვების თვეს“, რომელიც ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოებისა და ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის მიერ 2017 წელს იყო ინიცირებულ მსოფლიოში და წარმოადგენს გლობალური აქციას - არტერიული წნევის სკრინინგის მსოფლიო ინიციატივას.
არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა. იგი მსოფლიოში სიკვდილობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს. მომატებულ არტერიულ წნევას ყოველწლიურად 7,5 მილიონი ადამიანის სიკვდილი (გლობალური სიკვდილობის 12,8%) უკავშირდება. საქართველოში კარდიო-ვასკულურ დაავადებათა ზოგად სტრუქტურაში ჰიპერტენზიული ავადმყოფობის წილი 60%-მდეა.
STEPS კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 24.5%-ს არასოდეს გაუზომავს არტერიული წნევა; ჰიპერტენზიის გავრცელება 37.7%-ია; ჰიპერტენზიის 83.6% არაკონტროლირებულია; ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას იტარებს არტერიული ჰიპერტენზიის (აჰ) დიაგნოზის მქონეთა 53.5%; მათ შორის, ვინც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ექიმის მიერ დანიშნულ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობაზე, 30% აღნიშნავდა, რომ მედიკამენტს იღებდა მხოლოდ წნევის ციფრების აწევისას, ხოლო 3.2% - როცა გაახსენდებოდა.
კონფერენციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიისა და საკრებულოს, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

http://moh.gov.ge

2018.05.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006