logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    2 აპრილი აუტიზმის მსოფლიო დღე

2007 წლის 18 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას. 

2018 წლის მთავარ გზავნილს წარმოადგენს -

,,გავაძლიეროთ  აუტიზმის სპექტრის მქონე ქალთა და გოგონათა უფლებები და შესაძლებლობები“. 

2017 წელს  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და  გოგონათა უფლებების შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც აღნიშნულია რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები და  გოგონები ხშირად აწყდებიან დისკრედიტაციას, რაც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტალურ  უფლებას - თავისუფლებას. გლობალურად, ქალები უფრო მეტად განიცდიან ფიზიკურ, სექსუალურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, ვიდრე მამაკაცები.

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის მნიშვნელოვანია ინკლუზიური განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების ხელმისაწვდომობა. ინკლუზიური განათლება, არის მიდგომა, რომელიც ცდილობს ყველა ასაკის მქონე პირის ჩართვას სასწავლო პროცესში, მიუხედავად მისი შესაძლებლობისა და სირთულეებისა სწავლის პროცესში. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განსაკუთრებულ აქცენტს აუტიზმის  სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდ გოგონათა დაწყებითი განათლების აუცილებლობაზე აკეთებს.

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე  ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საზოგადობის დაბალი ინფორმირებულობა გარკვეული ბარიერებისა და სტერეოტიპების განვითარებას უწყობს ხელს. რეპროდუქციული ჯანმრთელობა სასიცოცხლო პროცესია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობასთან, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების ქალთა უფლებებზე საუბრისას.

ამერიკული ორგანიზაცია ,,autism speak”-ის ინიციატივით დამკვიდრდა ,,Light It Up Blue“ ტრადიცია. 2 აპრილს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ღირსშესანიშნაობები ლურჯ ფერში ნათდება, რაც „Light It Up Blue“ კამპანიის ნაწილია და საზოგადოებაში აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას ემსახურება.
რატომ არის ლურჯი აუტიზმის ფერი?  ცნობილია რომ ლურჯი ფერი ყველაზე საყვარელი და მიღებული ფერია მთელ  მსოფლიოში, იგი ასოცირებულია ბედნიერებასთან, სიმშვიდესთან.

აუტიზმის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ამიტომაც, აუტიზმის სიმბოლო სწორედ პაზლია (გაურკვევლობა). აუტიზმის სპექტრის აშლილობისას (ASD) დამახასიათებელია სერიოზული სოციალური, კომუნიკაციური და ქცევითი პრობლემები. ხშირად აუტიზმის სპექტრის მქონე პირები გარშემომყოფთაგან არ განსხვავდებიან. თუმცა   კომუნიკაციის თავისებურებები ახასიათებთ – ამ დროს კომუნიკაციას ძირითადად უფროსებთან ამყარებენ სასურველის მიღების მიზნით. ბავშვებს რაც უხარიათ ან სწყინთ  მათივე ემოციებად რჩება და ამ ემოციების მშობლებთან გაზიარების სურვილი ნაკლებად აქვთ. ასევე, თამაშის თავისებურებები ახასიათებთ: სათამაშოებთან განსაკუთრებული მოპყრობა, არასათამაშო ნივთებით უჩვეულო დაინტერესება. ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია, ასევე მიდრეკილება წესრიგისაკენ, რაც შეიძლება გამოიხატოს ნივთებთან დამოკიდებულებაში და დღის რეჟიმის მკაცრად დაცვაში.

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირებს (ASD) ხშირად აქვთ პრობლემები სოციალურ, ემოციურ და კომუნიკაციურ უნარებთან. მათი დასწავლის, აზროვნების, ყურადღების გამოხატვის, ნივთებზე რეაგირების უნარები ვარირებს.

აუტიზმის  სპექტრის აშლილობის მქონე პირისათვის დამახასიატბელია:

*      არ გამოხატავს  ნივთებზე ინტერესს;

*      ის მზერით კონტაქტს იშვიათად ამყარებს;

*      არ გამოხატავს  ადამიანებისადმი ინტერესს;

  • ათამაშოებს ან სხვა ნივთებს ერთ რიგად განალაგებს;
  • იღიმის და კონტაქტზე არ რეაგირებს;
  • ყნოსვაზე, გემოზე და ხმაურზე გადამეტებულად ან საერთოდ არ რეაგირებს;
  • დამეგობრება უჭირს;
  • ან სოციალური თამაშის უნარები დაქვეითებული აქვს;
  • საუბრობს სტერეოტიპულად, სიტყვებს იმეორებს ან ლაპარაკის უჩვეულო მანერა აქვს;
  • ყურადღების ცენტრში მოქცეული მოვლენების და საგნების მიმართ;
  • ყურადღებას რამდენიმე საგანს ან ობიექტს უთმობს;
  • კონკრეტულ რუტინებსა და რიტუალებზე;
  • ყურადღების დაბალ კონცენტრაციას;
  • დროს ბავშვებს უჭირთ კოვზის დაჭერა, ხელის და ფეხის თითების, მაჯების, ტუჩების მოძრაობა.

აუტიზმის მსოფლიო დღე საქართველოშიც აღინიშნება და მისი მიზანია, გაიზარდოს აუტიზმის შესახებ ქართული საზოგადოების ინფორმირებულობა და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიმღებ დაინტერესებულ სახელისუფლებო ორგანოებს შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება, უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება.

აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს ხშირად შეუძლიათ კონკრეტულ სფეროში ძალზე დიდ წარმატებას მიაღწიონ. საზოგადოება კი ვალდებულია, იყოს ინფორმირებული ამ დაავადების შესახებ და არ მოახდინოს აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირთა დისკრედიტაცია.

2018.04.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006