logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ალკოჰოლი 7 სახეობის კიბოს განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ალკოჰოლის კიბოსთან კავშირის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსახლეობისთვის ალკოჰოლის კიბოს განვითარების რისკთან პირდაპირი კავშირის შესახებ ნაკლებადაა ცნობილი. განსაკუთრებით, ეს ეხება ევროპის ქვეყნებს, სადაც ალკოჰოლის მოხმარების ყველაზე მაღალი დონე აღინიშნება.
ჯანმოს მონაცემებით, ალკოჰოლის მოხმარებამ, სულ მცირე, შვიდი სახეობის კიბოს განვითარება შეიძლება გამოიწვიოს. ესენია: ნაწლავის (მსხვილი ნაწლავი და სწორი ნაწლავი), ძუძუს, საყლაპავის, ხორხის,  ღვიძლის, პირის ღრუსა და  ყელის კიბო.
"ალკოჰოლის ძირითადი კარცენოგენური კომპონენტი ეთანოლია, რომელსაც ყველა სახის ალკოჰოლური სასმელი შეიცავს. ეთანოლით უჯრედების დაზიანება მათი ავთვისებიანად გადაგვარების დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ეთანოლი, ასევე, გავლენას ახდენს ქალის ჰორმონებზე, ახდენს უჯრედული პროლიფერაციის სტიმულირებას და ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. თუ ალკოჰოლის გამოყენებასთან ერთად თამბაქოს მოხმარებაც ხდება, ქსოვილების დაზიანების ხარისხი ბევრად უფრო იზრდება, რის გამოც კიბოს განვითარების რისკიც მატულობს ", - აღნიშნავენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები.
ამავე დროს, ჯანმო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ არ არსებობს "ქვედა ზღვარი"  სასმელების უსაფრთხო მოხმარებისთვის და ალკოჰოლური სასმელების ნებისმიერი რაოდენობა კიბოს განვითარების რისკს ზრდის. რაც უფრო მეტია ალკოჰოლის მოხმარების დონე მით მეტია კიბოს განვითარების რისკი. მაგ., ქალებისთვის დღეში ოთხი ბოკალი ღვინის მოხმარება ძუძუს კიბოს განვითარების რისკს 50%-ით ზრდის, ხოლო რვა ბოკალი ღვინის შემთხვევაში რისკი 130% -ით იზრდება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა  მასთან დაკავშირებულ კიბოს განვითარების რისკს ამცირებს," - ნათქვამია განცხადებაში.
კიბოს განვითარების რისკის შემცირების მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რომ  ალკოჰოლთან დაკავშირებით შესაბამისი "პოლიტური გადაწყვეტილებები" მიიღოს.

 

http://ghn.ge

2018.03.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006