logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიხსნა

C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდთან ერთად გახსნა. მან ყურადღება პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის, C ჰეპატიტთან დაკავშირებული სერვისების დეცენტრალიზაციასა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდაზე გაამახვილა. „პროგრამის დასაწყისში ჩვენს მოქალაქეებს დიაგნოსტიკა და მკურნალობა მხოლოდ სპეციალიზებულ კლინიკებში შეეძლოთ. ამ კლინიკების რაოდენობა თანდათან გაიზარდა, მაგრამ დეცენტრალიზაციის არსია, რომ ჯერადობით გაიზარდოს იმ ადგილების რაოდენობა, სადაც საქართველოს მოქალაქეები დიაგნოსტიკას და მკურნალობას შეძლებენ,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. მანვე პროგრამის პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით გაფართოებაზე გააკეთა აქცენტი. „აუცილებელია, ყველა რაიონში მინიმუმ ერთი დაწესებულების, ხოლო დიდ ქალაქებში - დამატებით დაწესებულებების გახსნა. რაც მთავარია, ოჯახის ექიმების გადამზადება, ჩართვა და ამ პროგრამის პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით გაფართოება,“ - განმარტა მინისტრმა.

სხდომაზე პროგრამის 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება, არსებული მიღწევები და გამოწვევები შეფასდა. საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის აპრილში დაიწყო. დღემდე მკურნალობაში 45 ათასამდე პაციენტი ჩაერთო, მედიკამენტის მიღება 40 ათასამდე პირმა დაასრულა, განკურნების კოეფიციენტი კი, 98.2%-ს აღწევს. მეხუთე სამუშაო შეხვედრაში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ბეტ სკაგსი, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კლინიცისტები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობდნენ. სამდღიანი სამუშაო შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებითა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მხარდაჭერით გაიმართა. 

http://moh.gov.ge

2018.03.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006