logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მერიის "აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამით" დაფინანსებას 700 ბავშვი იღებს

თბილისის მერიის "აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის" ფარგლებში, დღეისათვის 700 ბავშვი და მოზარდი იღებს დაფინანსებას",- ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, თბილისის მერიამ მათ საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურებების დაფინანსება 2015 წლის 1 ივლისს დაიწყო და პროგრამაში 325 ბავშვი ჩართო. მათ სერვისს სამი დაწესებულება აწვდიდა.

თბილისის მერია, პროგრამით მოსარგებლე ბავშვებს, ყოველთვიურად კომპლექსური თერაპიის 20 სეანსს უფინანსებს.

2016 წელს ქვეპროგრამის ბიუჯეტი 3–ჯერ გაიზარდა და 566 ბავშვის დაფინანსება გახდა შესაძლებელი. მომსახურებაზე მოთხოვნის მატებამ, სერვისის მომწოდებელი დაწესებულებების რაოდენობის ზრდაც გამიწვია და დღეისათვის, პროგრამას უკვე 6 დაწესებულება ემსახურება.

2015 წლიდან პროგრამის ბიუჯეტი 5-ჯერ არის გაზრდილი და 2017 წელს 2 800 000 ლარს შეადგენს.

თბილისის მერიის განცხადებით, "აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში" 2015 წლიდან დღემდე, პროგრამის მონაწილე ბავშვების მშობლებთან და დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად ეტაპობრივად ხორციელდება ცვლილებები.

ცვლილებების განხორციელება 2018 წლისთვისაც არის დაგეგმილი. კერძოდ, დაგეგმილია ბიუჯეტის გაზრდა, რაც ავტომატურად გამოიწვევს მოსარგებლეთა რაოდენობის გაზრდას, კერძოდ, 2018 წლიდან მომლოდინეთა სიაში მყოფი 120 ბავშვი ეტაპობრივად ჩაერთვება პროგრამაში და ექნება მომსახურების უწყვეტ რეჟიმში მიღების საშუალება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, 8 დეკემბერს, 12:00 საათზე, ასოციაცია "ანიკას" შენობაში, ცოტნე დადიანის #136, გაიმართება თბილისის მერიის წარმომადგენელთა შეხვედრა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების მშობლებთან",- ნათქვამია განცხადებაში.

 

http://www.ipress.ge

2017.12.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006