logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ევექსმა ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრში სტაციონალური განყოფილება გახსნა

ქუთაისში, „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდ და თანამედროვედ აღჭურვილ ონკოლოგიის ცენტრში სტაციონალური განყოფილება გახსნა.

„ონკოლოგიის ცენტრის“ სტაციონალური განყოფილება 50 საწოლზეა გათვლილი და პაციენტებს ეფექტურ მკურნალობაზე ორიენტირებული კვალიფიციური მედპერსონალი მოემსახურება. უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საოპერაციო ბლოკებში განხორციელდება ონკოლოგიური პაციენტების ქირურგიული მკურნალობა, ჩატარდება ლაპარასკოპიული ოპერაციები, ენდოსკოპიური ოპერაციები უროლოგიაში, რომელიც თანამედროვე ბიპოლარული ელექტრო-ქირურგიული ბლოკის გამოყენებით შესრულდება.

ცენტრში პაციენტებს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის კურსს ზედამხედველობას ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ექიმები უწევენ: ქრისტინა კილი – სხივური თერაპიის მიმართულებით ჩიკაგოდან მოწვეული რადიოლოგი, ზაზა უჯმაჯურიძე – დანიაშნი მოღვაწე ონკოლოგი, გოჩა ხელაშვილი – ჩიკაგოში მოღვაწე სხივური თერაპიის სამედიცინო ფიზიკოსი, აიდა გოზალოვა – გერმანიიდან მოწვეული ონკო-ჰემატოლოგი.

ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრი ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა იმერეთის რეგიონში, სადაც 2015 წლიდან ფუნქციონირებს ხაზოვანი ამაჩქარებელი აპარატი, 2017 წელს კი ცენტრმა დააინსტალირა კიდევ ერთი უახლესი ხაზოვანი ამაჩქარებელი Truebeam-ი, რომელიც რთულად მისადგომ სიმსივნურად დაზიანებულ უბნებში მიზნობრივ დასხივებას ახორციელებს.

დღეიდან, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ონკოლოგიური პაციენტები რეგიონიდან გაუსვლელად მიიღებენ ონკოლოგიური მკურნალობის სრულ სპექტრს.

http://newposts.ge

2017.11.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006