logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ქუთაისში ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკა გაიხსნა

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის ბაზაზე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, ინფექციურ დაავადებათა სამკურნალო კლინიკა გაიხსნა.

„ლჯ და კო - ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის“ გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო. მინისტრის განცხადებით, ეს არის პირველი რეალიზებული პროექტი კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის ფორმატში. სამედიცინო დაწესებულებაში, როგორც ტუბერკულოზის, ისე სხვა ინფექციური დაავადებების მკურნალობა და პაციენტთა შემდგომი ზედამხედველობა იქნება შესაძლებელი. ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი 70 საწოლზეა გათვლილი. კლინიკაში 8 რეანიმაციული საწოლი და 6 ბოქსირებული პალატაა გამოყოფილი. ცენტრი ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ადგილზე ბიოუსაფრთხოების მე-2 დონის მულტიპროფილური ლაბორატორიაა მოწყობილი. მისი საშუალებით, ბიოქიმიური, ვირუსოლოგიური, სეროლოგიური, ბაქტერიოლოგიური და მოლეკულურ-ბიოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებაა შესაძლებელი. ინფექციური ნარჩენების თერმულად დასამუშავებლად კი, თანამედროვე ინსინერატორია მოწყობილი.

სამედიცინო მიმართულებასთან ერთად კლინიკას სასწავლო ფუნქციაც ექნება. ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში ქართველი და მოწვეული უცხოელი სპეციალისტები რეგიონში დასაქმებულ მედპერსონალს გადაამზადებს. დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ცენტრის ბაზაზე ახალი კლინიკის მოსაწყობად ,,ლჯ და კომპანიამ“ 5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა და ცენტრში 180 თანამშრომელი დასაქმდა. ადგილზე სამედიცინო სერვისების მიღებას როგორც იმერეთის, ისე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა შეძლებს.

http://www.moh.gov.ge

2017.10.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006