logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მწვანე ჩაი გვიცავს აუტოიმუნური დაავადებებისაგან

ბიოლოგმა Stephen Hsu-მ ჯორჯიის სამედიცინო კოლეჯიდან (აშშ) ივარაუდა, რომ მწვანე ჩაის შეუძლია თავიდან აგვაცილოს აუტოიმუნური დაავადებები (Medical News Today). მეცნიერმა შეაგროვა დიდი რაოდენობით მტკიცებულებანი ჩაის სამკურნალო თვისებებისა და მისი დადებითი ზეგავლენის შესახებ მთელი რიგ დაავადებებზე, დაწყებული ონკოლოგიური დაავადებებიდან, დამთავრებული კანის დაბერებით.
ყველა ეს საოცარი ეფექტი დაკავშირებულია პოლიფენოლებთან, რომლებიც არის მწვანე ჩაის ნაყენში და იცავს უჯრედის დნმ-ს თავისუფალი რადიკალებისაგან. მწვანე ჩაის მოხმარებისას გამოყოფილი ცილის (p57) მეშვეობით პოლიფენოლები იწვევენ სიმსივნური უჯრედების განადგურებას და ჯანმრთელი უჯრედების შენარჩუნებას.
მეცნიერის ბოლო დაკვირვება ეხება აუტოიმუნურ დაავადებებს. ამ ჯგუფს მიეკუთვნება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, რევმატოიდული ართრიტი, წითელი მგლურა, შეგრენის სინდრომი. ყველა ამ დაავადებას წარმოშობის საერთო მექანიზმი აქვს: იმუნური სისტემა უტევს საკუთარი ორგანიზმის ქსოვილებს.
Stephen Hsu-მ ყურადღება გაამახვილა ქსეროტომიაზე, იმუნური დაავადებაზე, რომლის დროსაც ზიანდება სანერწყვე ჯირკვლების უჯრედები. ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებულია აშშ-ს ხანდაზმულებში (დაახლ. 30%), მაშინ, როცა ჩინეთში იგი მხოლოდ მოხუცებულთა 1-2%-ში გვხვდება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქ დიდ როლს აზიელების მიერ მწვანე ჩაის მოხმარება თამაშობს.
როგორც ცნობილია, მწვანე ჩაის ერთ-ერთ კომპონენტს (EGCG), შეუძლია ანთების დათრგუნვა. მეცნიერების აზრით, ამ დროს ხდება ასევე აუტოანტიგენების წარმოქმნის დათრგუნვაც. ამ ჰიპოთეზის დასადასტურებლად ამჟამად Stephen Hsu ემზადება თაგვებზე ექსპერიმენტის ჩატარებისათვის.
მეცნიერმა ადრე დაამუშავა მეთოდი, რომელიც კრემებსა და საღეჭ რეზინებში მწვანე ჩაის პოლიფენოლების შეყვანის საშუალებას იძლევა. ამჯერად იგი იმედოვნებს, რომ დაეხმარება მეცნიერებს აუტოიმუნური დაავადებების არსში გარკვევასა და მკურნალობის უფრო ეფექტური საშუალებების შექმნაში.

http://medlinks.ru

2005.06.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006