logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    გორის ჰოსპიტალს ელექტრონული ჯანდაცვის ლიცენზიები გადაეცა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას გორის სამხედრო ჰოსპიტალის ელექტრონულ ჯანდაცვაზე გადასვლისთვის საჭირო ლიცენზიები გადასცა.

ღონისძიების დასაწყისში მინისტრებმა ავღანეთში თავდასხმის შედეგად უმცროსი სერჟანტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს და წუთიერი დუმილით მის ხსოვნას პატივი მიაგეს. მათვე გორის სამხედრო ჰოსპიტალის ეზოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მედიკოსების მემორიალური დაფა მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს.

5000 ლიცენზია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო დოკუმენტების გაწერილი სტანდარტებით ელექტრონულად წარმოების საშუალებას მისცემს. სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი, სხვადასხვა პროგრამის საშუალებით, ისტორიებს ელექტრონულად უკვე აწარმოებს. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არ არსებობდა საერთო სტანდარტი, რომელიც სისტემის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას უზრუნველყოფდა. ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა მკურნალ ექიმსა და პაციენტს სამედიცინო ისტორიაზე, გადატანილ დაავადებებზე, ჩატარებულ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და იმუნიზაციის სტატუსზე სრულყოფილად წვდომის საშუალებას მისცემს. ასევე, უზრუნველყოფს პაციენტების ინფორმირებულობას ინდივიდუალური რეკომენდაციების, დანიშნულების და ჩასატარებელი კონსულტაციების შესახებ. სისტემის საშუალებით, შესაძლებელი გახდება მკურნალობის პროცესში არასაჭირო - დუბლირებული კვლევებისა და დანახარჯების თავიდან აცილება.

ელექტრონული სისტემა კლინიკებს, ჯანდაცვის სამინისტროსა და პაციენტს შორის სამედიცინო მოვლის ხარისხისა და ფინანსური ბალანსის შესახებ სრულყოფილ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. მისი საშუალებით, სამედიცინო დოკუმენტაციის რაციონალურად წარმოება და ჯანდაცვის პროექტების ხარჯთეფექტური მართვა იქნება შესაძლებელი. 

http://moh.gov.ge

2017.08.08


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006