logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ხანგრძლივი მგზავრობა დაკავშირებულია ვენების ღრმა თრომბოზის განვითარების რისკთან

სისხლში საშიში კოლტების წარმოქმნის რისკი ორმაგდება 4 საათიანი და უფრო მეტი ხნის მგზავრობის შემდეგ, ნათქვამია ერთ-ერთ კვლევაში. ეს ეხება იმ მგზავრებს, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე მგზავრობენ თვითმფრინავით, მატარებლით, ავტობუსით ან ავტომობილით და არიან უმოძრაოდ, ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
სისხლის კოლტები შესაძლოა ჩამოყალიბდეს ქვედა კიდურებში, დიდი ხნის მანძილზე უმოძრაოდ ყოფნის დროს და მათი ფილტვებში მოხვედრის შემთხვევაში შედეგი ლეტალური იქნება. მაგრამ ჯანმო აცხადებს, რომ აბსოლუტური რისკი შედარებით დაბალია – 1 ადამიანი ყოველი 6 000 მგზავრიდან. ის ასევე დასძენს, რომ მგზავრები, რომლებიც ხანმოკლე დროის განმავლობაში რამდენჯერმე იმგზავრებენ თვითმფრინავით, ასევე დგანან რისკის წინაშე. ეს ხდება იმიტომ, რომ ვენური და პულმონალური თრომბოემბოლიზმის რისკი არ ქრება ფრენის შემდეგ და ის რჩება მომატებული ფრენიდან დაახლოებით 4 კვირის მანძილზე.
ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ჭარბი წონა, 1,9 მეტრზე მეტი ან 1,6 მეტრზე ნაკლები სიმაღლე, ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება და სისხლის მემკვიდრეობითი დარღვევები ზრდის კოლტის წარმოქმნის შემთხვევებს.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, დოქტორი კატერინ ლე გალეს-კამუსი (Catherine Le Gales-Camus) აცხადებს, მგზავრები არ უნდა ჩავარდნენ პანიკაში ამ აღმოჩენით.
“კვლევა ადასტურებს, რომ ვენური თრომბოემბოლიის რისკის ქვეშ დგანან ის მგზავრები, რომლებიც უმოძრაოდ სხედან 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ამა თუ იმ ტრანსპორტში. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ვენური თრომბოემბოლიის განვითარების რისკი მგზავრობის დროს შედარებით დაბალია”, - თქვა მან.
მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარები ადამიანებს ვერ აძლევენ ზუსტ რჩევებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რომ მათ არ განუვითარდეთ თრომბოემბოლია ისინი გვთავაზობენ რამოდენიმე ეფექტურ პრევენციულ ქმედებას. მაგალითად, ტერფების ზემოთ-ქვემოთ მოძრაობით გავარჯიშდება კუნთები და შენარჩუნდება ქვედა კიდურებში სისხლის მოძრაობა. ადამიანებმა ასევე თავი უნდა აარიდონ მოჭერილი ტანსაცმლით მგზავრობას, ვინაიდან მათ შეუძლიათ სისხლის მიმოქცევის შეფერხება. სპეციალური წინდების ხმარებაც კარგია რისკის მქონე პაციენტებისათვის. განსაკუთრებული რისკი ეხება თვითმფრინავით მგზავრობას, ვინაიდან სწორედ ამ სახეობის ტრანსპორტში ზის უმოძრაოდ მგზავრი დიდი ხნის მანძილზე.
ექსპერტები მგზავრებს ურჩევენ სპეციალური წინდების ხმარებას და ასპირინის მიღებას თვითმფრინავით ხანგრძლივი მგზავრობის წინ.

http://www.bbc.co.uk

2007.07.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006