logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ფოლიუმის მჟავა ამცირებს ინსულტის რისკს

კვების რაციონში ფოლიუმის მჟავის შეყვანამ შესაძლოა 5-ჯერ შეამციროს ინსულტის რისკი, აცხადებენ ინსულტის ასოციაციის მკვლევარები აშშ-დან.
მათი თქმით, «კარგი იქნება, თუ ამ ვიტამინს დაუმატებენ ფქვილს ან პურს”. ეს აგრეთვე დაეხმარება ორსულებს და დაორსულების მსურველებს მომავალი ბავშვის დაცვაში დაბადების შემდგომი დეფექტებისგან.
ჟურნალში «ლანცეტი” დაბეჭდილია სტატია, სადაც ფოლიუმის მჟავის სარგებელზე კიდევ უფრო მეტი რამ არის ნათქვამი, თუმცა ექსპერტები გვირჩევენ მისი კონცენტრაციის დაბალანსებას სხვა რისკ-ფაქტორების თავიდან ასაცილებლად.
ფოლიუმის მჟავის კონცენტრაციის გაზრდამ ასაკოვან ადამიანებში შესაძლოა გამოიწვიოს ვიტამინ B12-ის დეფიციტის შენიღბვა. ამ ტიპის ანემია კი თავის მხრივ იწვევს მთელ რიგ სერიოზულ პრობლემებს, მაგ. ნერვული სისტემის დაზიანებას.
ფოლატი არის წყალში ხსნადი B ვიტამინი, რომელიც ბუნებრივად არსებობს საკვებში. ფოლიუმის მჟავა კი წარმოადგენს ფოლატის სინთეზურ ფორმას, რომელიც გვხვდება კვებით დანამატებში და გაჯერებულ საკვებში.
როგორც ფოლიუმის მჟავა, ისე ვიტამინი B12 აუცილებელია ჯანმრთელობისათვის და მის შესანარჩუნებლად საჭიროა ჯანსაღი, დაბალანსებული კვების რეჟიმი.
მწვანე ბოსტნეული განსაკუთრებით მდიდარია ფოლიუმის მჟავით, თუმცა ვიტამინი B12 ასევე გვხვდება კვერცხში და ხორცში.
საკვების სტანდარტების სააგენტოს თანახმად, ამჟამად დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი არ იღებს საკმარისი რაოდენობის ფოლატებს.
მკვლევარები გვირჩევენ, რომ მოზრდილებმა დღეში დაახლოებით 200 მიკროგრამი ფოლატი მიიღონ, ხოლო ორსულებმა კი დაორსულებიდან პირველი 12 კვირის განმავლობაში - 400 მიკროგრამი.
ფოლიუმის მჟავით ფქვილის გაჯერებას უკვე ჰქონდა ადგილი მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში.
ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ ფოლიუმის მჟავა დადებითად მოქმედებს ტვინზე. ის ამცირებს სისხლის პროტეინის - ჰომოცისტეინის დონეს, რომელიც დაკავშირებულია გულის დაავადებასთან და დემენციასთან.
პროფ. ვანგმა და მისმა კოლეგებმა აშშ ბავშვთა მეხსიერების კვლევის ცენტრიდან შეისწავლეს ფოლიუმის მჟავის დადებითი როლი ინსულტის რისკის შემცირებაში. მათ აღმოაჩინეს, რომ ვიტამინმა ინსულტის რისკი საშუალოდ 18%-ით შეამცირა. უფრო მეტიც, რისკის 30%-იანი შემცირება აღინიშნა 3 წლიანი მკურნალობის შედეგად, ხოლო წარსულში ინსულტის არმქონე ადამიანებში ფოლიუმის მჟავით მკურნალობამ 25%-ით შეამცირა დაავადების რისკი.
როგორც საკვების სტანდარტების სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა: «ახლახანს ჩატარებული რამოდენიმე კვლევის თანახმად, ფოლიუმის მჟავა ამცირებს როგორც ინსულტის, ასევე გულის დაავადებისა და ძვლის დაავადების რისკს, თუმცა დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო ყოველივე ზემოთქმულის დასამტკიცებლად”.
ინსულტის ასოციაციის წარმომადგენელმა, პროფ. პიტერ კოლმანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ფოლიუმის მჟავის კონცენტრაციის გაზრდამ შესაძლოა ინსულტის რისკი შეამციროს ზოგიერთ ადამიანში, თუმცა ის ხელსაყრელი ვერ იქნება ყველასთვის, ვინაიდან მას შესწევს კარდიოვასკულარული დაავადების რისკის გაზრდის უნარი ზოგიერთ ადამიანში.
მკვლევარები პაციენტებს ურჩევენ ექიმთან კონსულტაციას მანამ, სანამ მიიღებენ ფოლიუმის მჟავას ინსულტის რისკის შემცირების მიზნით.

http://www.bbc.co.uk

2007.06.04


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006