logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    „კომპიუტერული ართრიტი“

ექიმები აღნიშნავენ. რომ სულ უფრო იზრდება იმ პაციენტების (უპირატესად 30 წლის ასაკის ზევით) რიცხვი, რომლებიც უჩივიან ტკივილსა და დაბუჟების შეგრძნებას თითებში, რაც განსაკუთრებით მომუშავე ხელს ეხება: მემარჯვენეებში - მარჯვენას, ხოლო ცაციებში - მარცხენას.

აღმოჩნდა, რომ ამის მიზეზი გლობალური კომპიუტერიზაცია და „ონლაინ“ რეჟიმში ცხოვრების სტილია. როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს, ხელის მტევნის, მაჯისა და თითების განმეორებადმა მექანიკურმა მოძრაობებმა შეიძლება  ართრიტის აბსოლუტურად ახალი სახეობის წარმოშობა გამოიწვიოს, რომელიც მედიკოსებს შორის სპეციალური სახელწოდებით არის ცნობილი - „კომპიუტერული ართრიტი“.

კომპიუტერული ართრიტის პირველი ნიშნები

კომპიუტერული ართრიტი თითქმის ყოველთვის მჯდომარე, „საოფისე“ ცხოვრების წესის თანმხლებია. პირველი ნიშნები - ტკივილი კისრისა და იდაყვის სახსრის არეში, შემდეგ იწყება მაჯის ტკივილი, მცირდება მობილურობა და მოძრაობის ამპლიტუდა არამარტო ხელის, არამედ ფეხის სახსრებშიც.

დაავადება ვითარდება შეუმჩნევლად, ხშირად მის სიმპტომებს დაღლილობას ან ოსტეოქონდროზის არსებობას მივაწერთ. სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტს შეუძლია!

როგორ ავიცილოთ თავიდან „კომპიუტერული ართრიტი“ და როგორ ვუმკურნალოთ მას?

მნიშვნელოვანია, რომ პერიოდულად უნდა დავისვენოთ კომპიუტერისგან და გავაკეთოთ სპეციალური ვარჯიშები ხელის თითებისთვის. კომპიუტერის კლავიატურაზე ენერგიული მუშაობის შემდეგ იოგებისა და კუნთების გადაძაბვის შედეგად ხდება მედიალური ნერვის დატვირთვა. სწორედ ამიტომ  თითებში ვითარდება დაბუჟების შეგრძნება, მგრძნობელობის დაქვეითება ან გაქრობა და ძლიერი ტკივილი. აწიეთ ხელის მტევნები მაღლა, „დაფერთხეთ“ ხელები ენერგიულად,  შეკარით და გახსენით მუჭა, ბოლოს მოადუნეთ მტევნები და თითები, გააკეთეთ ღრმა ამოსუნთქვა და გააგრძელეთ მუშაობა. თქვენ, ნამდვილად,  უფრო მსუბუქათ იგრძნობთ თავს!

რაც შეეხება მტევნის ართრიტის ტრადიციულ მკურნლობას, აქ ფართოდ გამოიყენება ფიზიოთერაპია, სამკურნალო ვარჯიშები, აკუპუნქტურა, ელექტროფორეზი სამკურნალო საშუალებებით. მაგრამ ყველა აღნიშნულ მეთოდს, მათი ეფექტურობის მიუხედავად, ერთი მინუსი აქვს - მეგაპოლისის თანამედრეოვე მოქალაქეს ამ პროცედურების ჩატარებისთვის ძნელად მოეძებნება თვეში ათი დღე.

ამის გამო ექიმები სულ უფროდა უფრო ხშირად ნიშნავენ არასტეროიდულ ანთებისსაწინაათმდეგო საშუალებებს მაზების, კრემებისა და გელების სახით, რაც გამოიყენება უშუალოდ ანთების არეში და აბებისგან განსხვავებით არ ვრცელდება მთელ ორგანიზმში. მათი მოქმედების ძირითადი მექანიზმია პროსტოგლანდინების - ანთების პროცესის მედიატორების,  ბიოსინთეზის დამუხრუჭება. შედეგად, ტკივილი სუსტდება ან ქრება, მცირდება დილის შებოჭილობა და სახსრების შეშუპება,  იზრდება მოძრაობის ამპლიტუდა.

დამატებით ხშირად ინიშნება გლუკოზამინის და ქონდროიტინის, ასევე, B6 ვიტამინის შემცველი პრეპარატები. გლიკოზამინის ძირითადი ფუნქციაა შაქრის გრძელი ჯაჭვის-გლუკოზამინოგლუკანების წარმოქმნის სტიმულირება, რაც აუცილებელია ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენისთვის. ქონდროიტინი ხტილოვანი ქსოვილის შენებაში იღებს მონაწილეობას.

ქალებს, განსაკუთრებით 30 წლის შემდეგ, უნდა ახსოვდეთ, რომ ართრიტის განვითარების რისკი სამჯერ უფრო მეტი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. ეს დაკავშირებულია ჰორმონებთან: რაც უფრო ახლოსაა მენოპაუზა, მით მეტია ოსტეოპოროზის რისკი, ხოლო ორგანიზმში კალციუმის დეფიციტი შეიძლება გამშვები გასაღები აღმოჩნდეს ართროზის განვითარებისთვის.

http://dolgit.com

2014.11.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006