logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ცხიმის მცირე რაოდენობის შემცველი დიეტა საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის

დიდი ხნის განმავლობაში  მიიჩნევდნენ, რომ ცხიმით მდიდარი რაციონი საშიშია არტერიებისთვის. ამის გამო ბევრ პაციენტს უნიშნავდნენ სტატინებს ქოლესტერინის დონის შემცირების მიზნით,  წერს The Daily Mail. მაგრამ ამჟამად ექიმებმა გააქარწლეს  მითი, რომელიც უკავშირდება ნაჯერი ცხიმების ზეგავლენას გულის ჯანმრთელობაზე.

კარდიოლოგი ასიმ მალხოტრა აღნიშნავს, რომ თითქმის 40 წლის მანძილზე ექიმები პაციენტებს  ნაჯერი ცხიმების მოხმარების შემცირებას (საერთო მოხმარებული ენერგიის 10%-მდე, ცხიმის მთლიანობაში მოხმარების დონის 30%-მდე) ურჩევდნენ, მაგრამ პროგნოზების მიუხედავად, ეს მიდგომა მხოლოდ ზრდიდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

1970-იან წლებში გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც უკავშირდებოდა გულის დაავადებებს, ქოლესტერინის დონეს სისხლში და ნაჯერ ცხიმებს. დადგინდა, რომ ამ მაჩვენებლებს შორის არ იყო სრულფასოვანი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. გარდა ამისა, უკანასკნელი კვლევებით, ცხიმებს დაცვითი ფუნქცია აღენიშნებათ. ერთ-ერთი ექსპერიმენტის მიხედვით, ადამიანები, რომელთა რაციონის 90% ცხიმისგან შედგებოდა, უფრო მეტს იკლებდნენ წონაში, ვიდრე ის პირები, ვისი რაციონის 90%  ცილების ან ნახშირწყლებისგან შედგებოდა.

დადგინდა, რომ გულის პრობლემების ძირითადი მიზეზი შაქარი და რაფინირებული ნახშირწყლებია. შვედი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ცხიმის მოხმარების მატება აუმჯობესებს შაქრის შემცველობას სისხლში, ზრდის „სასარგებლო  ქოლესტერინის“ რაოდენობას და საერთოდ, მხოლოდ „პლიუსების“ მომტანია ჯანმრთელობისთვის. მათივე თქმით, ერთადერთი „არა“ არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ნაჯერი ცხიმი ერევა შაქარს, რაც ხდება ხოლმე პროდუქტის დამუშავების დროს და შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების მიზეზი გახდეს.

http://meddaily.ru

2013.10.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006