logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    გრიპის სეზონი იწყება

გრიპი მწვავე ვირუსული ინფექციაა რომელიც ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს. იგი ცირკულირებს მთელს მსოფლიოში და იწვევს ეპიდემიებს. მას აქვს უნარი დააინფიციროს ადამიანები ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. სეზონურ ეპიდემიებთან ერთად, გრიპის ახალი ქვეტიპის აღმოცენებისთანავე შესაძლებელია გრიპის პანდემიის დაწყება.

გრიპი ადვილად მოგზაურობს. ჩვეულებრივ, ჰაერის საშუალებით ვრცელდება დახველების ან დაცემინებისას, ასევე დაბინძურებული ხელებით. ადამიანებმა შესაძლებელია გაავრცელონ გრიპის ვირუსი ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გაიგებენ რომ ავად არიან, რომელიმე სიმპტომის გამოვლენამდე ერთი დღით ადრე და შემდგომი 5-7 დღის განმავლობაში.

როგორც წესი, გრიპის შემთხვევების უმეტესი რაოდენობა ყოველგვარი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გარეშე მთავრდება გამოჯანმრთელებით. თუმცა, გრიპი ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გართულდეს, უფრო იშვიათად კი - გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალიც კი.

გრიპის სიმპტომები 

სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს:

 

  • დაავადების მოულოდნელი დაწყება;
  • მაღალი ცხელება (38 გრადუსზე მეტი);
  • საერთო ინტოქსიკაცია (თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი);
  • ხველა;
  • იშვიათად ყელის ტკივილი ან ცხვირის „გაჭედვა“.

 

რეკომენდაციები გრიპით დაავადებულთათვის:

 

როგორც წესი, გრიპის შემთხვევების უმეტესი რაოდენობა ყოველგვარი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გარეშე მთავრდება გამოჯანმრთელებით. თუმცა, გრიპი ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გართულდეს, უფრო იშვიათად კი - გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალიც კი.

 

გართულებების განვითარების რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან:

 

  • გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებით შეპყრობილნი;
  • დიაბეტით დაავადებულნი;
  • მცირე და ხანდაზმული ასაკი;
  • ორსულები.

 

გრიპით გამოწვეული გართულებების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია:
დაავადებულებმა დაიცვან წოლითი რეჟიმი და ისეთი სიმპტომების გამოჩენისას, როგორიცაა: 
•    სუნთქვის გაძნელება;
•    ქოშინი;
•    ციანოზი;
•    ტკივილი გულმკერდის არეში;
•    სისხლიანი ან მოვარდისფრო ნახველის გაჩენა;
•    გახანგრძლივებული (3 დღეზე მეტი) მაღალი ცხელება (38 გრადუსზე მეტი);
•    ბავშვებში - ღებინება ან ყლაპვის გაძნელება, კრუნჩხვები
სასწრაფოდ მიმართონ ექიმს,  სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით.
გრიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, დაავადების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე, სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების მიწოდება რეკომენდებულია იმ ადამიანიებისთვის, რომელთაც აქვთ:
• გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადები;
• დიაბეტით არიან დაავადებულნი;
• არიან მცირე და ხანდაზმულ ასაკში;
• არიან ორსულად.


როგორ შევაჩეროთ გრიპის გავრცელება 
გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად აღიარებულია გრიპის საწინააღმდეგო სეზონური ვაქცინაცია.
გრიპის ფართო გავრცელებისას რეკომენდებულია არაპირდაპირი დაცვის საშუალებების გამოყენება, კერძოდ:
• უმჯობესია დაავადებული ადამიანები დარჩნენ სახლში: ამით დაიცავენ თავს მოსალოდნელი გართულებისგან, ხოლო საზოგადოებას - დაავადების გავრცელებისგან;
• ჯანმრთელებმაც და დაავადებულებმაც შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანონ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა;
• რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი;
• გამოიყენეთ სველი წესით დალაგება;
• იმ შემთხვევაში თუ დაავადება მიმდინარეობს მძიმედ და უჩვეულოდ ან დაავადებული მიეკუთვნება გრიპის გართულების მაღალი რისკის ჯგუფს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების მისაღებად.

გრიპის ვაქცინის შესახებ
გრიპის ვაქცინები უსაფრთხოა და გამოიყენება უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში. დაავადების მიმდინარეობა  შესაძლოა უფრო მძიმე იყოს გარკვეულ ჯგუფებში: სეზონურ გრიპთან დაკავშირებული სიკვდილობის 90% გვხვდება 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში. შესაბამისად, ჯანმო რეკომენდაციას იძლევა, ვაქცინაცია ხემისაწვდომი იყოს შემდეგი ჯგუფებისთვის: ადმიანები, რომლებიც ცხოვრობენ მოხუცებულთა თავშესაფრებში, ხანდაზმულები და/ ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ქრონიკული დაავადებით შეპყრობილნი, ორსულები, ჯანდაცვის მუშაკები და ბავშვები (6 თვიდან). ჯანმოს უახლესი რეკომენდაციების თანახმად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულებისა (ნებისმიერ ტრიმესტრში) და 6-59 თვის ასაკის ბავშვთა აცრა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით.  


იმის გამო, რომ ყოველ წელს ცირკულირებს სხვადასხვა ვირუსი, ყველაზე გავრცელებული ვირუსების შემცველი სეზონური ვაქცინა მზადდება ყოველწლიურად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ყოველწლიურად ჩატარება. 

ჯანმო- ზედამხედველობა და გაიდლაინები

მოცირკულირე ვირუსის იდენტიფიკაციის მიზნით, ჯანმო/ევროპა აგროვებს მონაცემებს გრიპის ვირუსისა და შემთხვევათა რაოდენობის შესახებ ევროპის რეგიონის 53 ქვეყნიდან და გრიპის სეზონის განმავლობაში, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, აპრილამდე, ყოველკვირეულად აქვეყნებს ინფორმაციას ვებ გვერდზე www.Euroflu.org.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ბიუროს გრიპის და სხვა რესპირატორული პათოგენების პროგრამა მუსაობს შემდეგ საკითხებზე ევროპის რეგიონში:

  • მსუბუქი და მძიმედ მიმდინარე გრიპის ვირუსოლოგიური და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის გაძლიერება.
  • გრიპის ვაქცინაციის ეროვნული პროგრამისთვის პრიორიტეტების განსაზღვრისათვის დაავადების ტვირთის შეფასება ზედამხედველობის მონაცემების გამოყენებით; და
  • ეროვნულ დონეზე პანდემიისთვის მზადების აქტივობების გაძლიერება.

http://www.ncdc.ge

2013.10.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006