logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მოცვი და შავი ყურძენი აუმჯობესებს თანდაყოლილ იმუნიტეტს

მეცნიერებმა ორეგონის უნივერსიტეტიდან (აშშ) შეისწავლეს 400-ზე მეტი ნივთიერება თანდაყოლილ იმუნიტეტზე ზეგავლენის სტიმულირების უნარის თვალსაზრისით და კვლევის ანალიზის შედეგად გამოყვეს ამ თვალსაზრისით ორი ყველაზე ეფექტური შენაერთი: რესვერატროლი (resveratrol) - შავი ყურძნიდან და პტეროსტილბენი (pterostilbene) - მოცვიდან. შედეგები გამოქვეყნებული იქნა ჟურნალში Molecular Nutrition and Food Research.
როგორც კვლევების შედეგებმა აჩვენა, სტილბენოიდებად წოდებული ამ ნაერთების ბიოლოგიური ზემოქმედება მნიშვნელოვნად ძლიერდება D ვიტამინთან ერთობლივი ზემოქმედების პირობებში. ასეთი ზემოქმედება ზრდის იმუნური რეაქციისათვის მეტად მნიშვნელოვანი ცილის - კატელიციდინ-ანტიმიკრობული პეპტიდის ექსპრესიას, რომლის კოდირებაც შესაბამისი CAMP- გენით ხორციელდება.
რესვერატროლი წარმოადგენს მრავალი კვლევის საგანს, რომელთა მიერაც დიდი ხანია დადასტურებულია მისი დადებითი ზემოქმედება ანთების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კიბოს მკურნალობის დროს. როგორც ადრიან გომბარტი (Adrian Gombart ) აღნიშნავს, ახალმა კვლევამ პირველად დაადგინა, რომ რესვერატროლისა და D ვიტამინის ურთიერთქმედების დროს რამდენიმეჯერ იზრდება CAMP-გენის ექსპრესია.
ამ გენის ფუნქცია ასევე საფუძვლიანად არის შეწავლილი: ის გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციის წინა ხაზის - თანდაყოლილი იმუნური რეაქციის ჩამოყალიბებაში, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის უნარს.
ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება თანდაყოლილი იმუნიტეტის განმტკიცება ვინაიდან მრავალი ანტიბიოტიკი კარგავს თავის ეფექტურობას მიკროორგანიზმების მედიკამენტებისადმი მდგრადობის განვითარების გამო.
მეცნიერების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ნაერთები, როგორიცაა რესვერატროლი და პტეროსტილბენი, სამეცნიერო ინტერესის საგანია, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი მათი ბიოლოგიური მისაწვდომობის შესახებ. საჭიროა კვლევების გაგრძელება იმ საკითხების გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს დიეტა და კვება იმუნიტეტზე. ეს შესაძლებელს გახდის ისეთი ბიოდანამატების შექმნას, რომელთა დახმარებითაც მოხდება თანდაყოლლი იმუნიტეტის გაძლიერება.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად, რესვერატროლი და პტეროსტილბენი ხელს უწყობენ ორგანიზმის დაცვას მსხვილი ნაწლავის კიბოსაგან. ისინი ასევე გვეხმარებიან სმენის შენარჩუნებაში და გააჩნიათ სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.

http://Medportal.ru

2013.09.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006