logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
კანონმდებლობა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოს პირველი ლედი და ჯანდაცვის მინისტრი ამბულატორიულ კლინიკა „მედიქალ ჰაუსს" ესტუმრნენ და დაწესებულების საქმიანობას ადგილზე გაეცნენ

საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბულატორიულ კლინიკა „მედიქალ ჰაუსში", ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმთან, თემურ ღურჭუმელიძესთან გამართულ ტელე-მედიცინის კონფერენციას დაესწრნენ და ქართველი კოლეგებისთვის გაწეული პროფესიული კონსულტაცია პირადად მოისმინეს. პირველმა ლედიმ და ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევები და რეფორმის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

2012 წლის 1 სექტემბრიდან ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.4 მილიონს მიაღწევს, რაც თავისთავად გაზრდის სამედიცინო დაწესებულებებში, განსაკუთრებით, კი პირველადი ჯანდაცვის პუნქტებში, პაციენტთა მიმართვიანობის მაჩვენებელს. ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანაა, ნებისმიერი ამბულატორია მზად იყოს მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირებისათვის, რათა მოსახლეობამ მაღალი დონის სამედიცინო სერვისების მიღება შეუფერხებლად შეძლოს.

პირველადი ჯანდაცვის სფეროს განვითარება და ამ ტიპის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პირველადი ჯანდაცვის მიზანია ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილება ადამიანის ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებების პრევენციისა და მათი პირველ ეტაპზე მკურნალობის გზით. აქამდე, პირველადი ჯანდაცვის პუნქტები პოლიკლინიკების სახით არსებობდა. ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს დიდ ქალაქებში მსგავსი დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საოჯახო მედიცინის ცენტრებად გარდაიქმნა. რაიონებში პირველადი ამბულატორიული მომსახურებების მიღება ახლადაშენებულ სამედიცინო ცენტრებში არის შესაძლებელი. აღნიშნულმა ცვლილებებმა გაზარდა მომსახურების ხარისხი და ხელი შეუწყო მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კლინიკა „მედიქალ ჰაუსი" აქტიურად იყენებს ტელემედიცინის შესაძლებლობებს, რომლის საშუალებითაც სამედიცინო ცენტრის პერსონალს კვირაში ორჯერ, კავშირი აქვს ამერიკელ პარტნიორებთან კონკრეტულად კი "Pacific Shore medical Clinic"-თან. ტელეხიდი „მედიქალ ჰაუსის" პერსონალს საშულაებას აძლევს მიიღონ პროფესიული რჩევები ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმებისგან. სამედიცინო ცენტრში მოქმედებს ინოვაციური „PAC-სისტემა", რომლის მეშვეობითაც ჩატარებული გამოკვლევების შედეგები საკონსულტაციოდ იგზავნება ამერიკის სხვადსხვა კლინიკებში.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი. ამბულატორია დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, რომლებიც სისტემატიურად გადიან კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო კურსებს.

http://www.moh.gov.ge

2012.08.09


ინტერნეტ მარკეტი
ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
საქართველოს უნივერსიტეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სექსუალური ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 954954 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 954954 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006