logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მარილის ჭარბი მოხმარება და ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს, რომ  ყოველდღიურ რაციონში მარილის მოხმარების შემცირება, თავისი პრევენციული მნიშვნელობით, თამბაქოს მოწევის შეწყვეტის ტოლფასია.

კვლევებმა აჩვენა, რომ მარილის ჭარბი მოხმარება არის  შარდით კალციუმის დიდი რაოდენობით დაკარგვის მიზეზი, კალციუმის დაკარგვას კი თავის მხრივ მივყავართ ორგანიზმის დემინერალიზაციამდე და ძვლოვანი ქსოვილის დასუსტებამდე, ვითარდება   ოსტეოპოროზი და შესაბამისად იწვევს ძვლების (კიდურების) ხშირ მოტეხილობებს (განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში).

მრავალი კვლევით დასტურდება კორელაციები მარილსა და სისხლის წნევას, ინსულტს, და  გულის დაავადებებს შორის. ჩატარებული მეტა-ანალიზი გვიდასტურებს, რომ მარილის რეკომენდებულ ნორმაზე (5 გრამი დღე-ღამეში) მეტი რაოდენობით მოხმარება 23% -ით ზრდის ინსულტის განვითარების, და 14% -ით გულის დაავადებების განვითარების რისკს. მომატებული არტერიული წნევა არის მიზეზი 62%–ში თავის ტვინის ინსულტის და 49%–ში გულის იშემიური დაავადების განვითარებისა.

აგრეთვე, ათეულობით კვლევა ადასტურებს კავშირს მარილსა და კიბოს შორის; კვების რაციონში ჭარბი მარილის არსებობა დაკავშირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა ოსტეოპოროზი, კუჭის კიბო, თირკმლის დაავადებები (უპირატესად თირკმელ-კენჭოვანი დაავადება), სიმსუქნე და იწვევს ისეთი დაავადებების გამწვავებას, როგორიცაა მენიერის, ალცჰეიმერის დაავადება, დიაბეტი და სხვა.

საშუალოდ თითოეული გრამი მარილის შემცირება ყოველდღიურ რაციონში, ინსულტითა და ინფარქტით სიკვდილის  6000 შემთხვევას შეამცირებს ყოველწლიურად. მარილის ყოველდღიური მოხმარების 5 გრამამდე შემცირება თავიდან აგვაცილებს დაახლოვებით 17.000 ნაადრევ სიკვდილს. მარილის 15%–ით ნაკლები მოხმარება თავიდან გვაცილებს დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიკვდილს მსოფლიოში 2006–2015 წლებში.


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციები:

•    მარილის მოხმარება დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 5 გრამს, ანუ ერთ ჩაის კოვზს, რაშიც  დღის განმავლობაში მოხმარებულ საკვებში შემავალი მარილის რაოდენობაც იგულისხმება.
•    საკვების შეძენისას დააკვირდით ეტიკეტს, სადაც მითითებულია მარილის შემცველობა. მოერიდეთ მარილის დიდი რაოდენობით შემცველ  საკვებს.
•    უპირატესობა მიანიჭეთ საკვებს, რომელიც მარილს  ნაკლები რაოდენობით შეიცავს, მაგალითად ბოსტნეული და ხილი.
•    კერძის მომზადებისას მაქსიმალურად შეზღუდეთ მასში მარილის რაოდენობა. მზა კერძს მარილს დაგემოვნებამდე ნუ დაამატებთ
•    მოიხმარეთ მხოლოდ იოდირებული მარილი რეკომენდებული ნორმის ფარგლებში. მარილში შემავალი იოდი კი თავიდან აგაცილებთ იოდის დეფიციტით გამოწვეულ ბევრ დაავადებას თუ დარღვევას (ჩიყვი, შეფერხებები ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში, კრეტინიზმი, და სხვ.)


მარილის მოხმარება საქართველოში:

2006-2007 წლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჯანმოს ევროპის რეგიონულ ოფისს შორის ორწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის შედეგების მიხედვით გამოკითხულთა 56% საკვებს არასდროს ამატებს მარილს. ხოლო,  დაახლოებით 44% ამატებს მარილს უკვე მზა საკვებში. აქედან, 31.6% ამატებს მარილს როცა საკვები არასაკმარისად  მარილიანია, ხოლო 11,7% ამატებს საკვების დაგემოვნებამდე. მამაკაცთა რაოდენობა, რომელიც მზა საკვებს დაგემოვნებამდე ამატებს მარილს, დაახლოებით ორჯერ აღემატება ქალთა ანალოგიურ რაოდენობას.

2009 წლის ეროვნული ნუტრიციული კვლევის შედეგების მიხედვით არაორსული და ორსული ქალების უმეტესობა საკვებში მარილს მიღებამდე ამატებს, ხოლო ბევრი იმავეს საკვების დაგემოვნებამდეც კი აკეთებს. შესაბამისად, ამ სამიზნე ჯგუფებში მარილის მოხმარება ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს.

http://www.ncdc.ge

2012.08.07


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006