იმ ბავშვებს, რომლებიც რეგულარულად თამაშობენ სუფთა ჰაერზე, უფრო ნაკლებად აღნიშნებათ ახლომხედველობა. ასეთი დასკვნა გააკეთა დოქტორმა ქეთი ვილიამსმა ბრისტოლის უნივერისტეტიდან. მისი ვარაუდით, მზის სხივი პოზიტიურად მოქმედებს თვალზე. უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის ფიზიკური აქტივობა, მემკვიდრეობითი დაავადებები ან წიგნებთან გატარებული დრო არანაირ როლს არ თამაშობს.
ეს დასკვნა გაკეთდა 7000-ზე მეტი ბავშვის გამოკვლევის შედეგად. მათ უტარდებოდათ კვლევები ახლომხედველობის დასადგენად 7, 10, 11, 12 და 15 წლის ასაკში. ამასთან ერთად, ყურადღება ექცეოდა მათ ფიზიკურ აქტივობას კვირის განმავლობაში .
ამრიგად, იმ ბავშვებში, რომლებიც 8-9 წლის ასაკშირეგულარულად იმყოფებოდნენ სუფთა ჰაერზე, 50%-ით უფრო იშვიათად აღინიშნებოდა ახლომხედველობა 15 წლის ასაკისათვის. რაც შეხება ფიზიკური აქტივობის დონეს 11 წლის ასაკში, აღმოჩნდა, რომ ის არანაირ ზეგავლენას არ ახდენდა ბავშვების მხედველობაზე. ამჯერად სპეციალისტებს სურთ გაარკვიონ, რამდენ ხანს უნდა ისეირნოს ბავშვმა ბუნებაში, რომ დაცული იქნას მისი თვალები. ასევე დასადგენია, როგორ მოქმედებს დაცვითი მექანიზმი და რა ასაკში მუშაობს ის სრული დატვირთვით.
ცნობილია, რომ ახლომხედველი ბავშვების და მოზრდილების რაოდენობა მუდმივად იზრდება. ექიმები უფრო ადრეც აღნიშნავდნენ, რომ აქტიური ბავშვები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ სუფთა ჰაერზე, ნაკლებად საჭიროებენ სათვალეების ტარებას, თუმცა აქამდე გარკვეული არ იყო, რა იწვევდა ასეთ პოზიტიურ ეფექტს: სუფთა ჰაერზე ყოფნა თუ ფიზიკური აქტივობა.