logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ვაშლი გულის დაავადებების წინააღმდეგ

ახალი კვლევის თანახმად, ყოველდღიურად მხოლოდ ორი ვაშლის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში, რომლებიც გულის ინფარქტისა და  ინსულტის განვითარების ყველაზე მაღალი რისკით ხასიათდებიან.

კვლევის შედეგების მიხედვით, ექვსი თვის მანძილზე ორი ვაშლის ყოველდღიური მიღებით  შესაძლებელი გახდა ქოლესტერინის კონცენტრაციის თითქმის მეოთხედით შემცირება, რაც განსაკუთრებით ეხება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს ე.წ. ცუდ ქოლესტერინს, რომელიც ჩვეულებრივ, ილექება არტერიებში და ზრდის სიცოცხლისათვის საშიში თრომბების წარმოშობის რისკს.

ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ წარმოებულმა კვლევამ დაადასტურა წინა კვლევების საფუძველზე მიღებული დასკვნა, რომ ვაშლი სასარგებლოა გულისთვის და ამავე დროს, დაადგინა მისი სარგებლიანობა ყველაზე მაღალი რისკ-ჯგუფისთვის.

გულის ინფარქტი და ინსულტი პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალების სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. მენოპაუზამდე ქალებს გულის დაავადებების მიმართ ე.წ. ბუნებრივი იმუნიტეტი აქვთ, რის გამოც ეს დაავადებები სამჯერ უფრო იშვიათად ვითარდება ვიდრე მამაკაცებში, მაგრამ დაახლოებით 50 წლის ასაკიდან ქალებში დაავადების განვითარების შემთხვევები მკვეთრად მატულობს.

გულის დაავადების რისკზე ვაშლის გავლენის დასადგენად მეცნიერები აკვირდებოდნენ მენოპაუზის პერიოდში მყოფ 160 ქალს, რომელთაგან ნახევარი ყოველდღიურად ორ საშუალო ზომის ვაშლს (75გ)  იღებდა, ხოლო მეორე ნახევარი ყოველდღიურად იგივე რაოდენობის ქლიავს მიირთმევდა შესაძლო ანალოგიური ეფექტის დასადგენად. თითოეული მოხალისე სისხლის ანალიზს იტარებდა სამ თვეში ერთხელ ერთი წლის განმავლობაში.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სამი თვის შემდეგ მთლიანი ქოლესტერინის დონე ვაშლის მომხმარებელთა ჯგუფში შემცირდა 9%-ით, ხოლო  დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე - 16%-ით. ექვსი თვის შემდეგ ეს მაჩვენებლები, შესაბამისად იყო 13 და 24%. მეორე ჯგუფში ქოლესტერინის დონის შემცირება არ იყო სარწმუნო.

 

 

 

http://www.telegraph.co.uk

2012.07.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006