logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    8 სახის საკვები, რომელიც თეთრ პურზე მეტად გვასუქებს

თეთრი პური ჩვენი ჯანმრთელობის პირველი მტერია. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თეთრი პური, დამუშავებისას მთლიანად კარგავს სასარგებლო თვისებებს და მხოლოდ მავნე ცომეულს წარმოადგენს. ამის მიუხედავად, მაინც მივირთმევთ თეთრი პურისაგან დამზადებულ ბუტერბროდებს ყველით ან ძეხვით. მაშინაც კი, თუკი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრად ვითვლებით და მივირთმევთ გაუცეხვავი ხორბლის პურს, ჩვენს რაცონში შეიძლება მოხვდეს გადამუშავებული ნახშირწყლების შემცველი სხვა საკვები, რომელიც ნახშირწყლების დღიურ ნორმას რამდენიმეჯერ აჭარბებს.

პირველი რიგის ამოცანა უნდა გახდეს საკვების სწორი არჩევანი: საკვები, რაც შეიძლება, უფრო მარტივი უნდა იყოს. ასევე გადამწყვეტი როლი ენიჭება ულუფის ზომას. ასეთ რჩევას იძლევა მკვლევარი Manual Villacorta, ავტორი წიგნისა - ”იკვებეთ თავისუფლად: მეგობარი ნახშირწყლები დაგეხმარებათ სანტიმეტრების მოკლებაში”. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს მასკირებული ნახშირწყლები, რომლებსაც არ ვაქცევთ ყურადღებას და ხშირად მივიჩნევთ ე.წ. ”ნატურალურ პროდუქტად” ან გვგონია, რომ მცირეოდენის მირთმევა ბევრს არაფერს დაგვაკლებს. უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი პროდუქტები შემთხვევითაც არ მოხვდეს ჩვენს რაციონში.

აი, ის 8 პროდუქტი, რომლებიც ჭარბად შეიცავს ნახშირწყლებს:

ლატეს მსგავსი ყავის სასმელები - ისინი შეიცავენ ისევე ბევრ კალორიას, როგორც ჩვეულებრივი საკვები (ზოგჯერ 400კალ-ზე მეტს), ხოლო ნახშირწყლების რაოდენობა უტოლდება მაგ. მაკარონის შემცველობას - ერთი ულუფა შეიცავს დაახლოებით 60-80გ ნახშირწყლებს. თუ ამას დავუმატებთ შაქარს, ათქვეფილ ნაღებსა და შოკოლადის არომატიზატორებში არსებულ ნაჯერ ცხიმებს, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიირთმევთ დესერტს ძალიან დიდი ზომის პლასტიკურ ჭიქაში.

კრუასანები, როგალიკები და სხვა სახის ფუნთუშული - ბევრისათვის დილის საუზმე წარმოუდგენელია კრუასანისა ან როგალიკის გარეშე. Villacorta-ს აზრით ეს დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუკი ვემზადებით სპორტდარბაზში მინიმუმ ორ- ან სამსაათიანი ვარჯიშისათვის, ვინაიდან ასეთი სახის ფუნთუშეული შეიცავს 250-300 კალორიას და 50გ-მდე ნახშირწყლებს.

წვენები და კოქტეილები - შეიძლება ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგვხვდეს და ერთი შეხედვით, სასარგებლოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ ნახევარი ლიტრი ხილის წვენი შეიძლება შეიცავდეს 75გ-მდე ნახშირწყლებს და 64გ შაქარს. იგივე ითქმის კოქტეილზეც. თუკი არ შეგიძლიათ წვენის გარეშე დაიწყოთ დილა, მაშინ მიირთვით, არაუმეტეს 120გ-ისა, რომელიც შეიცავს ნახშირწყლების სავსებით დასაშვებ დოზას -15-20გ-ს.

ყველიანი კრეკერები - თუკი მაინც ვერ იკავებთ თავს და გსურთ მიირთვათ მცირე რაოდენობით გადამუშავებული ნახშირწყლები, არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ არჩევანი ყველიან კრეკერებზე. მართალია, მათში შემავალი ნახშირწყლების რაოდენობა არ აჭარბებს 18გ-ს ერთ პორციაზე, მაგრამ ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ქიმიურ ნივთიერებებს, დანამატებს და ხელოვნურ საღებავებს, ასევე შეიძლება შეიცავდეს სიმინდის სიროფს ფრუქტოზის მაღალი შემცველობით. ნუ მოგატყუებთ მათი, ვითომდა, ორგანული შემადგენლობა. ისინი არანაკლებ ხელოვნური ხლამის შემცველები არიან, ხოლო გადამუშავებული ფქვილი და ყველი დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს.

ნამცხვრები კაფეში - კაფეში გამომცხვარი კექსები საკმაოდ დიდი ზომისაა და შეიცავს 64გ ნახშირწყლებს და 30გ-ზრე მეტ შაქარს. კარაქით გამომცხვარი კექსი არაფრით არ ჩამოუვარდება ტორტის ნაჭერს. მისი ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 60გ-ს, ხოლო შემცველობით არ უნდა შედგებოდეს კრემისა და ყაყაჩოსაგან და, სასურველია, დამზადდეს გაუცეხვავი ხორბლის ფქვილით.

იოგურტი ხილით - თავისთავად, იოგურტი იდეალური საუზმეა, ასევე კარგია ლანჩზე ან გვიან ღამით მისართმევად, თუმცა პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ხილი შაქრის ძირითადი წყაროა. ყველა იოგურტი შეიცავს ლაქტოზას, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ ნახშირწყალს. როგორც წესი, ერთი პორცია შეიცავს 12-15გ ნახშირწყლებს, რაც კარგია, მაგრამ, თუკი მას დავამატებთ ჯემს, ნახშირწყლების რაოდენობა ორმაგდება. მიღებული 30 გრამიდან, ნახევარი, როგორც წესი, გადამუშავებულია და ადვილად იწვის. შეეცადეთ, შეიძინოთ ნაღების იოგურტი, რომელიც პროტეინების მაღალი შემცველობით გამოირჩევა. ასეთია ბერძნული იოგურტი. კარგია, თუკი მას დაუმატებთ ახლად დაჭრილ ხილს.

პოპკორნი კინოთეატრებში - მაშინაც კი, თუკი თქვენ კვირაში ერთხელ მიირთმევთ მხოლოდ პოპკორნს, ის შეიძლება მავნე აღმოჩნდეს, ვინაიდან ის, ცხიმის დამატების გარეშეც კი 1200 კალორიას შეიცავს, რომლის უმეტესობა მოდის ნახშირწყლებზე. ის ასევე კოლოსალური რაოდენობით შეიცავს ნატრიუმს - 580მგ-ს.

რძიანი შოკოლადით დაფარული ქიშმიში ან თხილი - ის სასარგებლოა, თუკი მხოლოდ ერთ ცალს შევჭამთ, მაგრამ თუკი მივირთმევთ ხუთს ან მეტს? ასეთი ”უწყინარი” სასუსნავის ყველაზე მცირე რაოდენობა შეიცავს 20გ ნახშირწყლებს და 19გ შაქარს. უმჯობესია, არჩევანი შეაჩეროთ მწარე შოკოლადის ფილის პატარა ნაჭერზე.

http://redtram.com

2012.06.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006