|
|
|
|
განახლებული რეკომენდაციები ჰიპერგლიკემიის მართვის შესახებ
|
ამერიკის დიაბეტის ასოციაციამ (ADA) და ევროპის დიაბეტის კვლევის ასოციაციამ (EASD) გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხაზგასმით აღინიშნა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ჰიპერგლიკემიის თერაპიის მიმართ სპეციფიკური მიდგომების შესახებ. ახალი რეკომენდაციები გამოქვეყნებული იქნა „Diabetes Care“-ის და „Diabetologia“-ს ონ-ლაინ გამოცემებში. ჰიპერგლიკემიის კონტროლის შესახებ ბოლო რეკომენდაციები გამოქვეყნებული იყო დაახლოებით 4-5 წლის უკან. რეკომენდაციების გადახედვას საფუძვლად დაედო ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული ახალი მონაცემები. განსაზღვრული ალგორითმების გამოყენების ნაცვლად, ახალი რეკომენდაციები უფრო ნაკლებად მკაცრია და უმეტესწილად ფოკუსირდება კონკრეტულ პაციენტზე, ითვალისწინებს მის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს, მოლოდინებს, სურვილებს, ამტანობას, ასაკს და დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებს. სხვა ფაქტორები, რომლებიც ეხება მკურნალობის ინდივიდუალიზებულ გეგმებს, მოიცავს განსაზღვრულ სიმპტომებს, თანმხლებ დაავადებებს, სხეულის მასას, რასას და ეთნიკურ წარმომავლობას, სქესს და ცხოვრების წესს. „ჩვენ ვიწყებთ მეტმორფინით და თუკი პაციენტი ვერ აღწევს მიზანს 3 თვეში, ჩვენ ვცვლით თერაპიას, რომლის დროსაც ვეყრდნობით ყოველი პაციენტისათვის სპეციფიკურ ფაქტორებს“,- ამბობს ADA-ს პრეზიდენტი დოქტორი Vivian Fonseca. ADA/EASD-ს ახალი რეკომენდაციები მიცავს შემდეგ მთავარ მომენტებს: • გლიკემიის სამიზნე მნიშვნელობა და მკურნალობა, რომელიც მიმართულია გლუკოზის დონის დაქვეითებისაკენ, უნდა იყოს ინდივიდუალიზებული ყოველი კონკრეტული პაციენტის თავისებურებების გათვალისწინებით. • ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის ნებისმიერი პროგრამის საფუძველია - დიეტა, ფიზიკური ვარჯიში და განათლება. • მეტფორმინი არის პირველი რიგის პრეპარატი, უკუჩვენებების გათვალისწინებით; • მეტფორმინის გარდა სხვა პრეპარატების გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. სწორ მიდგომად ითვლება - კომბინირებული თერაპია 1-2 დამატებითი პერორალური ან ინექციური აგენტებით, რომლის მიზანია გვერდითი ეფექტების მაქსიმალურად შემცირება. • გლიკემიის კონტროლის მისაღწევად ბევრ პაციენტს შემდგომში შეიძლება დასჭირდეს ინსულინით მონოთერაპია ან კომბინაცია სხვა პრეპარატებთან. • პაციენტი უნდა მონაწილეობდეს ექიმთან ერთად მკურნალობის შესახებ ტაქტიკის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში. • მკურნალობის მთავარი მიზანია - გულ-სისხლძარღვთა რისკის მაქსიმალური შემცირება.
http://Care.diabetesjournals.org
2012.05.30
|
|
|
|
|
|