logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    5 მნიშვნელოვანი წესი გახდომის მსურველთათვის

წონაში დაკლების პრობლემა მრავალ ქალს აწუხებს, ამიტომაც ეს თემა ქალების ნებისმიერ კოლექტივში ერთ-ერთი პრიორიტეტულია. შევეცდებით, ერთად მოვუყაროთ თავი ყველაზე მნიშვნელოვან წესებს, რაც ნებისმიერ დიეტას უფრო ეფექტურს გახდის.

არსებობს რამდენიმე მარტივი ხრიკი, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ ნებისმიერი დიეტის შედეგიანობა. ყველა ისინი მიმართულია ისეთი ძირითადი სირთულეების ნეიტრალიზაციისაკენ, როგორიცაა გაცხოველებული შიმშილის გრძნობა, ნევროტულობა, აკრძალვების დარღვევის ან დიეტის შეწყვეტის სურვილი.

რატომ არ მუშაობს დიეტები? იმიტომ, რომ ხშირად ჩვენ ვისახავთ ფაქტიურად შეუსრულებად მიზანს - დავიკლოთ წონაში ნებისმიერ ფასად. ამ მიზნით უარს ვამბობთ ნებისმიერ ნუგბარზე და თავს ვაყენებთ ზედმეტად მკაცრ ჩარჩოებში. ორგანიზმი კი საკმაოდ ჭკვიანია და რთული. ნებისმიერი დიეტის დროს ნივთიერებათა ცვლა ნელდება, ვინაიდან ”შიმშილობაა” და ორგანიზმი ცდილობს, არ დაკარგოს ცხიმის მარაგი, შესაბამისად, მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად არც ისე სწრაფად ვკარგავთ წონას, როგორც მოველით.

აი, ის 5 წესი, რომელიც დაეხმარება ორგანიზმს ნივთიერებათა ცვლის სრული დატვირთვით ამუშავებასა და ცხიმების დაწვაში:

არ გამოტოვოთ საუზმე

გახდომის მსურველთა შორის გაბატონებულია მცდარი აზრი, რომ დიეტის დროს ყველაზე ნორმალური საუზმეა - ყველის პატარა ნაჭერი უშაქრო ყავასთან ერთად ან საერთოდაც არ არის საჭირო დილით საუზმობა. თუმცა მსოფლიოს დიეტოლოგების უმრავლესობამ დაამტკიცა საწინააღმდეგო - რაც უფრო ნოყიერია საუზმე, მით მეტ კალორიას წვავს ორგანიზმი დღის განმავლობაში. რასაკვირველია, დილის მენიუ უნდა იყოს ჯანსაღი და შეიცავდეს გაუცეხვავ ბურღულეულს, ცილას და შაქარს, რომელიც აუცილებელია ტვინის მუშაობისათვის.

იდეალური საუზმეა - წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა ერთ კოვზ თაფლთან ერთად, დაუღერღავი ხორბლის პურისაგან მომზადებული ბუტერბროდი მცირე რაოდენობით კარაქით და ყველით ან მოხარშული ხორცის ნაჭრით. სასმელებიდან - ჩაი ან ყავა. ასეთი საუზმის წყალობით სადილამდე აღარ გაგიჩნდებათ წახემსების სურვილი. თუ ძალიან მკაცრ დიეტაზე ხართ, დატოვეთ ფაფა და ყველის ნაჭერი, ხოლო პური და კარაქი - ამოიღეთ.

გემრიელი - არ ნიშნავს, რომ მავნეა

დიეტების უმრავლესობა კრძალავს მაკარონის ნაწარმის მოხმარებას. ეს სწორი არ არის. მავნეა არ თავად მაკარონი, არამედ ის სოუსები, რომლებსაც მასთან ერთად მივირთმევთ. უნდა მოვამზადოთ სოუსები არა ცხიმით, არამედ ტომატით, ღვინით, ვეგეტერიანული პესტოთი და ხამანწკების ექსტრაქტით ზეითუნის ზეთის მინიმალური დამატებით. ცხიმიანი ბეკონი ჩაანაცვლეთ ხამანწკებით ან სხვა ზღვის პროდუქტებით. რაც შეეხება ყველს, განსაკუთრებით ეს ეხება მშრალ, ცხიმიან ყველს, მაგ. პარმეზანს და ჩედდერს, მასზე უმჯობესია, საერთოდ შეიკავოთ თავი, ვინაიდან იგი დიდი რაოდენობით მარილსა და ცხიმს შეიცავს. უმჯობესია დაამატოთ ნაკლებად ცხიმიანი ან უცხიმო ხაჭო ან ამავე ტიპის რბილი ყველი, მაგ. რიკოტა.

მოამზადეთ სწორად

საკვების მომზადებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. მკაცრი დიეტის დროს, მაგალითად, შეიძლება გამოვიყენოთ გრილზე ან ორთქლზე მომზადებული პროდუქტები. ჩათუთქული ან აირღუმელში გამომცხვარი პროდუქტი გულისხმობს მომზადების დროს გარკვეული რაოდენობით ცხიმის დამატებას. ზედმეტი კალორიები კი არაფერში გვარგია. კარგია, თუკი დიეტის გარეშეც ვეცდებით, სწორად მოვამზადოთ საკვები. ეს ჯანსაღი ჩვევა ნამდვილად აისახება არამარტო ჩვენს ფიგურაზე, არამედ სახის კანზეც - ის უფრო გლუვი და ახალგაზრდული ელფერის იქნება.

უარს ნუ იტყვით დესერტზე

დიეტის დროს დესერტი - შესაძლებელია! უბრალოდ უნდა აირჩიოთ ნაკლებად მავნე ტკბილეული. შოკოლადის, ნამცხვრის და ცხიმიანი ნაყინის ნაცვლად მიირთვით ხილ-კენკროვანი პარფე, სუფლე და სორბეტი. ცხიმს ასევე არ შეიცავს მარმელადი და ზეფირი შოკოლადის გარეშე, რაც ასევე შეიძლება იგივე შოკოლადის მშვენიერ ალტერნატივად განვიხილოთ. და რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს ცოცხალი ხილი და კენკრა.

შეიყვარეთ მწვანილი

ყველა სახის სანელებელი და სურნელოვანი მწვანილი ადვილად ცვლის მარილს: მკვეთრად გამოხატული გემოს წყალობით ისინი საკვებს უფრო გემრიელს და სასიამოვნოს ხდის. გარდა ამისა, ზოგიერთი სანელებელი, მაგ. კარი, ნიორი, ხახვი, ტარხუნა, ოხრახუში, წიწაკა და იმბირი (კოჭა), აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ცხიმების გახლეჩვას.

ძალიან სასარგებლო სასმელია - მწვანე ჩაი, მაგრამ დიეტოლოგები არ გვირჩევენ მის დიდი რაოდენობით (3 ჭიქაზე მეტის) მიღებას. შეიძლება ის შეიცვალოს არანაკლებ სასარგებლო სამკურნალო მცენარეებისაგან დამზადებული ნაყენებით, როგორიცაა გვირილა, პიტნა ან ბარამბო. ასევე გვირჩევენ კოჭას (იმბირის) ჩაის ლიმონით. მათი მიღება შეუზღუდავად შეიძლება.


http://etoya.ru

2012.05.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006