logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ახალი ჰიპოთეზა ჰიპერტონული დაავადების გამომწვევი მიზეზების შესახებ

ჰიპერტონული დაავადება - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც მასშტაბის მიხედვით შეიძლება პანდემიაც კი ვუწოდოთ. ბრიტანელი მეცნიერების კვლევა საშუალებას იძლევა, ახლებურად შევხედოთ ამ დაავადების მიზეზებს.
დოქტორმა Hidefumi Waki-მ ბრისტოლის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი) გამოაქვეყნა სტატია ჟურნალში Hypertension, სადაც პირველად გამოითქვა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ჰიპერტონიის მიზეზი არა გულისა და სისხლძარღვების მუშაობის დარღვევებშია, არამედ თავის ტვინში მიმდინარე ანთებით დაავადებებში. როგორც დოქტორი ვაკი ამტიკიცებს, ტვინის სისხლძარღვების კედლებში არსებული ცილა, სახელწოდებით JAM-1, მთავარ როლს თამაშობს ამ პროცესებში. კერძოდ, JAM-1 მიიტაცებს ლეიკოციტებს, რომლებსაც შემდეგ შეუძლიათ გამოიწვიონ ანთება, ხელი შეუშლონ ნორმალური სისხლის მიმოქცევას სისხლძარღვებში, რაც საბოლოო ჯამში, გამოიწვევს ჟანგბადის ნაკლებობას თავის ტვინში. სწორედ ამის გამო გაჩნდა იდეა, რომ ჰიპერტონია თავის ტვინის სისხლძარღვების ანთებითი ცვლილებების შედეგია.
მიუხედავად იმისა, რომ მთელს მსოფლიოში ჰიპერტონიით დაავადებული 600 მლნ ადამიანია, მისი მიზეზები ბოლომდე ნათელი არ არის. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მისი მკურნალობა ხშირად უშედეგოა, თანამედროვე სამკურნალწამლო საშუალებების დიდი არსენალის გამოყენების მიუხედავად.
როგორც ბრისტოლის უნივერსიტეტის პრეს-რელიზი იუწყება, ახალი ჰიპოთეზა მკვლევარებისათვის ხსნის პოტენციური მედიკამენტების სულ სხვა მიმართულებით ძიების ახალ შესაძლებლობებს, კერძოდ ეს ალბათ იქნება ანთებით პროცესებზე ზემოქმედების უნარის მქონე ნივთიერებები.

http://CNews.ru

2007.04.19


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006