logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შაქრიან დიაბეტს ასპირინით უმკურნალებენ

არსებობს ეჭვი იმის შესახებ, რომ ანთება წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის განვითარების გამშვებ მექანიზმს, რაც ნიშნავს იმას, რომ ისეთი ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა ასპირინი, შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს.
შაქრიანი დიაბეტი ეს არის დაავადება, რომლის დროსაც გაძნელებულია უჯრედებისათვის სისხლიდან გლუკოზის მიწოდება. მკურნალობა წარმოებს ინსულინით ან შაქრის დამწევი ტაბლეტირებული პრეპარატებითა და სხვადასხვა სახის დიეტებით. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ორგანიზმის უჯრედების მიერ საკუთარი ინსულინის მიმართ რეზისტენტულობა, განსაკუთრებით მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს, ანთებითი პროცესებითაა განპირობებული. ანთება ბუნებრივი პროცესს წარმოადგენს, თუმცა იგი ყოველთვის როდია სასარგებლო. უკანასკნელ პერიოდში ანთებას უკავშირებენ გულის დაავადებების, ალცჰეიმერის დაავადების, სიმსივნის ზოგიერთი ფორმის და მრავალი სხვა დაავადების განვითარებას.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტში აღმოაჩინეს, რომ სწორედ ანთებით პროცესს მოსდევს შაქრიანი დიაბეტის განვითარება: ორგანიზმში ცხიმების მაღალი შემცველობა იწვევს ღვიძლის სტრუქტურის ცვლილებას, ანთების პროვოცირებას, რაც ამცირებს ორგანიზმის უნარს გამოიყენოს ინსულინი, ჰორმონი, რომელიც აადვილებს უჯრედში გლუკოზის შეღწევას. აღმოჩნდა, რომ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს ასპირინის მსგავსი პრეპარატის (salsalate) გამოყენების ფონზე გაიზარდა ინსულინის მიმართ მგრძნობელობა. შესაძლოა, ამ ტიპის მკურნალობის შედეგად მოხდეს შაქრიანი დიაბეტის განვითარების თავიდან აცილება იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლის მხოლოდ საწყისი გამოვლინება გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითების სახით. ასპირინს ასევე შეუძლია კეთილისმყოფელი ზეგავლენა მოახდინოს შაქრიანი დიაბეტის მქონე პირების ნახშირწყლოვან ცვლაზე, მაგრამ საკმაოდ დიდ დოზებში გამოყენების პირობებში – დაახლოებით 7გრამამდე დღეში, რამაც თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტში წყლულებისა და გასტროდუოდენალური სისხლდენების განვითარება.
აშშ-ში უკვე დაშვებულია მცირე დოზებში salsalate-ს გამოყენება ართრიტის მკურნალობისათვის. 20 პაციენტზე ჩატარებული კვლევის შედეგებით, ამ მედიკამენტის გამოყენება (დოზა - 4გრ) საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ რაიმე გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა. ზოგიერთ პაციენტებში აღინიშნა ყურებში შუილი.
სხვა სამეცნიერო კვლევის შედეგებით, იმ ადამიანებში, რომლებსაც სისხლში აღენიშნებოდათ ლეიკოციტების რაოდენობის მომატება და ანთებითი ფაქტორის (ინტერლეიკინი-6) არსებობა, დიაბეტის განვითარების რისკი უფრო მაღალი იყო, ხოლო სისხლში C-რეაქტიული ცილის მაღალი კონცენტრაციის პირობებში დიაბეტის განვითარების რისკი 3-4-ჯერ უფრო მაღალი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, შაქრიანი დიაბეტის ისეთი გართულებები, როგორიცაა თირკმელებისა და პარიფერიული ნერვების დაზიანება, შესაძლოა, ასევე ანთებითი პროცესით იყოს განპირობებული.
კვლევის ავტორები თავის აღმოჩენას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, იმდენად, რამედენადაც ადრე შაქრიანი დიაბეტის დროს ყურადღება ძირითადად, სისხლში გლუკოზის დონეს ექცეოდა, ხოლო ამჯერად იგი ანთებით და სისხლძარღვოვან ფაქტორებზე იქნა გადატანილი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ 1876 წელს ერთ-ერთი ექიმი პაციენტების შარდში შაქრის შემცველობის დასაქვეითებლად იყენებდა სალიცილატების მსგავს ნივთიერებებს. უფრო მოგვიანებით, 1901 წელს და 50-იან წლებში სხვა ექიმების მიერ ასევე იქნა შემჩნეული ასპირინის სასიკეთო ზეგავლენა დიაბეტიან პაციენტებში.

http://medicus.ru

2005.04.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006