logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    5 პროდუქტი, რომელიც დაგვეხმარება ქრონიკული დაღლილობის წინააღმდეგ ბრძოლაში

ადამიანი მიეჩვია ფიქრს, რომ მისი ცხოვრების წესი განისაზღვრება იმით, თუ როგორ იკვებება. თუმცა შეიძლება, ყველაფერი პირიქითაც იყოს. საკუთარი დიეტის სწორად ორგანიზებით შესაძლებელია უკეთესობისაკენ შეიცვალოს ყოფაც. მაგ. თუკი ადამიანს საკვების მიღების შემდეგ ეუფლება ძილის სურვილი ან გრძნობს დაღლილობას, ე.ი. ის არასწორად იკვებება.

საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი საკვები დიდხანს გადამუშავდება, მაგრამ სამაგიეროდ ორგანიზმს ენერგიით დიდხანს ამარაგებს. თუ საკვები სწრაფად გადამუშავდება, მაშინ მისგან მიღებული ენერგიაც ასევე მალე იწურება. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც - კვების პროდუქტები, რომლებიც ენერგიით გვამარაგებენ სწრაფად და ხანგრძლივად. აი ისინიც:

წიწიბურა - საერთოდ, ნებისმიერი ფაფა, რომელიც მზადდება გაუცეხვავი ბურღულისაგან, სასარგებლოა ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია საკუთარ ორგანიზმთან ბალანსისა და ჰარმონიის მისაღწევად.

შვრიაში უჯრედისის მაღალი დიეტური შემცველობა, ასევე მასში არსებული სწრაფად შეთვისებადი ნახშირწყლები ხანგრძლივი ვადით გვანიჭებენ სიმაძღრის შეგრძნებას, გვიცავენ ჭარბი კვებისა და შესაბამისად, კანქვეშ ცხიმის დაგროვებისაგან. დღეისათვის პრაქტიკულად ყოველი დიეტოლოგი იძლევა რჩევას, დილის საუზმე შვრიით დავიწყოთ.

იოგურტი - თავისი კონცენტრაციიდან გამომდინარე, ჩვენს კუჭში ძალიან მცირე დროით ყოვნდება. სამაგიეროდ ის მდიდარია ცილით და მნიშვნელოვანი პრობიოტიკებით, რომლებიც არამარტო ეხმარებიან ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას, შეინარჩუნოს ნორმალური მდგომარეობა, არამედ კიდეც შეუძლიათ გააუმჯობესონ მისი მდგომარეობა პრობლემების აღმოცენების შემთხვევაში. გარკვეული აზრით, იოგურტი უნივერსალური პროდუქტია - მისი მიღება შეიძლება ნებისმიერ დროს, მისი სასარგებლო თვისებები ამის გამო არ იკარგება.

ისპანახი - ძნელია იპოვო სხვა პროდუქტი, რომელიც მასავით მდიდარია ძვიფასი ვიტამინებით და მიკროელემენტებით, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის ენერგეტიკული მარაგის შესავსებად. ისპანახი შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, ასევე კალიუმსა და მაგნიუმს. ყველა ეს ნივთიერება არამარტო გამოიმუშავებს ენერგიას, არამედ მონაწილეობას იღებს უჯრედში მის შეღწევაში, რითაც აუმჯობესებს უჯრედის ზოგად მდგომარეობას.

ნიგოზი და მზესუმზირა - ნიგოზი, ასევე სხვადასხვა სახის თხილეული და მზესუმზირის მარცვლები მდიდარია მაღალხარისხოვანი ცილებით და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეებით. იმის მიხედვით, თუ რომელ პროდუქტს ვირჩევთ, საკვებთან ერთად მივიღებთ მანგანუმის, ფოსფორის, რკინის, სპილენძის, რიბოფლავინის, B1, B2, B5, B6 ვიტამინების და ტრიპტოფანის მნიშვნელოვან რაოდენობას - ყველა ისინი მონაწილეობენ ენერგიის გამომუშავებაში.

ლობიო - დიეტოლოგები საერთოდ თვლიან, რომ ბარდისებრნი გასაოცარი საკვები ღირებულებებით გამოირჩევიან, ვინაიდან უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნიათ. რაც შეეხება ენერგიას, ლობიო მას საკმაოდ დიდხანს და დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს, რაც განპირობებულია მასში შემავალი იგივე ძვირფასი კომპონენტების - კალიუმის, მაგნიუმის, ფოსფორის, სპილენძის, რკინის და ტრიპტოფანის მაღალი შემცველობით.


http://Medlinks.ru

2012.02.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006