logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    რჩევები მათთვის, ვისაც ღამით ჭამის ჩვევა აწუხებს...

საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა პირობად რჩება და უკვე მერამდენედ ღამის მოახლოებასთან ერთად აუტანელია სურვილი, რამე დააგემოვნო და პირი ჩაიტკბარუნო. ნუთუ ამას არაფერი ეშველება?

ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, დაამარცხოთ ღამით ჭამის მავნე ჩვევა. სცადეთ:

1. მოატყუეთ კუჭი სითხით. მოსვით ერთი ჭიქა მინერალური წყალი ლიმონით, მწვანე ჩაი ან ტომატის წვენი. სითხე შეავსებს თქვენს ცარიელ კუჭს და შიმშილის გრძნობას გაანელებს.

2. მიიღეთ ცხელი აბაზანა. ის ამცირებს მადას, ადუნებს. გაძლიერებული ოფლისგამოყოფა ორგანიზმიდან ჭარბ სითხესაც გამოდევნის.

3. თუკი გრძნობთ, რომ შიმშილი აუტანელი გახდა, გააკეთეთ პატარა ვარჯიში. ფიზიკური ვარჯიში თქვენს ყურადღებას მაცივართან მისვლის სურვილისგან მოწყვეტს და რამდენიმე კალორიასაც დაწვავს. ამასთან, ფიზიკური დატვირთვის შემდეგ მადა სუსტდება. თუმცა, ზედმეტიც არ მოგივიდეთ, რადგან ასეთ შემტხვევაში, შესაძლოა, დაძინება გაგიჭირდეთ.

4. მადის დახშობა არომათერაპიასაც შეუძლია. მადის გაცხოველებასთან ერთად, გრეიფრუტის კანი დაყნოსეთ, სანთლებს მოუკიდეთ ან არომატული ზეთის ან სუნამოს შუშა მიიტანეთ ცხვირთან. განსაკუთრებით მოქმედებს ყვავილოვანი და ხილის არომატი. შიმშილისა და ყნოსვის ცენტრები ერთმანეთის გვერდითაა, ამიტომ სურნელს შეიძლია დროებით დაახშოს შიმშილის გრძნობა.

5. ვახშმის დასრულებისთანავე გაანებივრეთ თავი პატარა დესერტით, მაგალითად, ხილით, ნაკლებცხიმიანი იოგურტით, მწარე შოკოლადის რამდენიმე ნატეხით. ეს განწყობასაც გაგიუმჯობესებთ, ხოლო დარჩენილი გემო მადას შეებრძოლება.

6. როცა დღის ბოლოს რამეს მიირთმევთ, ნუ დაუმატებთ კერძს სანელებლებს, ისინი მადას აძლიერებენ, ამძაფრებენ შიმშილის გრძნობას, მას შემდეგაც, რაც უკვე ჭამეთ.

7. არასდროს შეინახოთ გამოსაჩენ ადგილას მაღალკალორიული პროდუქტი. უკეთესი იქნება, თუ ყველაზე ხელმისაწვდომ ადგილას ხილსა და ბოსტნეულს დააწყობთ, თუ ცდუნებას ვერ გაუძლებთ, მათი დაგემოვნება “ძვირი” არ დაჯდება.

8. გაისეირნეთ ძილის წინ. ეს ჭამაზე აღძრულ აზრებს გაფანტავს. თუმცა სუფთა ჰაერს მადის გაცოცხლებაც შეუძლია. ამიტომ გასეირნებისთვის ისეთი დრო შეარჩიეთ, რომ სახლში მოსვლისთანავე დაძინება შეიძლებოდეს.

9. დაღეჭეთ საღეჭი რეზინი. სჯობს, უშაქრო და ხილის. ღეჭვის რეფლექსი და ტკბილი გემო მადას ატყუებს.

10. გაიხეხეთ კბილები. აქ პირობითმა რეფლექსმა უნდა იმუშაოს: კბილების გაწმენდის შემდეგ არ ვჭამთ.

11. გამოკვეთილად წარმოიდგინეთ თავი ლამაზ და მოხდენილ, ყველაზე მომხიბვლელ და მიმზიდველ არსებად. განა ასეთი ქალი ძილის წინ გამოძღება?

12. თუ წარმოსახვას მაინცდამაინც არ ემადლიერებით, ლამაზმანებით დამშვენებული პრიალა ჟურნალები გადაფურცლეთ.

http://presa.ge

2011.12.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006