ბევრი ადამიანისთვის წარმოუდგენელია დილა ფინჯანი ყავის გარეშე. ითვლება, რომ კოფეინი გამოფხიზლებაში გვეხმარება. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, ეს ყველაფერი შეიძლება მხოლოდ ილუზია იყოს, წერს The Telegraph.
ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოსავლეთ ლონდონის უნივერსიტეტიდან ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ შეკრიბეს ჯგუფი 18-47 წლის ასაკის 88 მოხალისისგან, რომელთაც უყვარდათ ყავა და სვამდნენ მინიმუმ ორ ფინჯან ყავას დღეში. ექსპერიმენტის მონაწილეებს უთხრეს, რომ ასმევდნენ კოფეინიან ყავას, თუმცა სინამდვილეში ყავა უკოფეინო იყო. შედეგად, მონაწილეები მაინც გაუმჯობესებული განწყობისა და მომატებული აქტივობის დემონსტრირებას ახდენდნენ.
მოხალისეთა მდგომარეობის შესაფასებლად იყენებდნენ ტესტებს, რომელიც ამოწმებდა გონებრივ შრომისუნარიანობას, რეაქციის დროსა და განწყობას. აღმოჩნდა, რომ მოხალისეები უკეთ ართმევდნენ თავს დავალებებს, ვიდრე საკონტროლო ჯგუფი, რომელიც კოფეინის შემცველ ნორმალურ ყავას სვამდა. ე.ი. საქმე იმაშია, რომ ყავის მიღებით ადამიანი ძალების მოზღვავებას ელის და ირთვება ისეთივე ეფექტი, როგორც პლაცებოს შემთხვევაში.
ამავე დროს, ცნობილია, რომ კოფეინი ძლიერი სტიმულატორია, რომელიც მოქმედებს თავის ტვინზე და რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს დაღლილობას. ზოგიერთმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ყოველდღიურად სამი ფინჯანი ყავის მიღება ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკს, ახდებს რა თავის ტვინში განსაკუთრებული რეაქციის ინიცირებას, რომელიც ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას.