logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თევზის ქონის გამოყენება ასოცირდება თავის ტვინის სტრუქტურისა და ფუნქციის გაუმჯობესებასთან

მკვლევართა თქმით, თევზის ქონის რეგულარულად მოხმარებლებს აღენიშნებათ მკვეთრად განსხვავებული ცვლილებები თავის ტვინის სტრუქტურაში და კოგნიტური ფუნქციის გაუმჯობესება. კვლევამ დაადგინა, რომ თევზის ქონის მიღებას უკავშირდება თავის ტვინის გარკვეული არის გაფართოება, რომელიც სწავლისა და მახსოვრობის ფუნქციებს არეგულირებს.

ამერიკელ მკვლევართა გუნდმა (Rhode Island Hospital’s Alzheimer’s Disease and Memory Disorders Center) გამოავლინა პოზიტიური კავშირი თევზის ქონის დანამატების მოხმარებასა და თავის ტვინის სტრუქტურას, კოგნიტურ ფუნქციასა და ასაკობრივ ცვლილებებს შორის. კვლევის შედეგები წარმოდგენილი იყო უახლოეს წარსულში პარიზში გამართულ ალცჰეიმერის დაავადებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე.

კვლევას ხელმძღვანელობდა დოქტორი ლორი დაიელო (Lori Daiello). მეცნიერები სამი წლის მანძილზე აკვირდებოდნენ ნორმალური, საშუალოდ დაქვეითებული კოგნიტიური უნარისა და ალცჰეიმერის დაავადების მქონე ასაკოვან ადამიანებს, რომელთაც პერიოდულად უტარდებოდათ ტესტირება მახსოვრობაზე და თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული კვლევა. 819 მონაწილეს შორის 117 რეგულარულად მოიხმარდა თევზის ქონის დანამატებს კვლევამდე და მისი მიმდინარეობის დროსაც.

დაიელოს თქმით, თევზის ქონის დანამატების მოხმარება ასოცირდება უკეთეს კოგნიტურ უნართან, თუმცა ეს კავშირი მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ ინდივიდებში რომელთაც აღენიშნებოდათ ნორმალური საწყისი კოგნიტური ფუნქცია და ნეგატიურები იყვნენ ალცჰეიმერის დაავადების გენეტიკური რისკ-ფაქტორის APOE4-ის მიმართ. გამოკვეთილი კავშირი გამოვლინდა თევზის ქონის დანამატებსა და თავის ტვინის მოცულობას შორის, რაც, ასევე, მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ APOE4 ნეგატიურებისთვის.

დაიელო აღნიშნავს, რომ საჭიროა სხვა კვლევების ჩატარება კოგნიტური უნარის დაქვეითების მნიშვნელოვან მარკერებზე თევზის ქონის დანამატების ხანგრძლივად გამოყენების ეფექტისა და შედეგზე გენეტიკის პოტენციური ზეგავლენის დასადგენად.


http://www.elements4health.com

2011.08.19


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006