logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მიირთვით პური და გახდებით!

დიეტების უმრავლესობა იწყება რეკომენდაციით, დაიწყოთ გახდომა პურისა და შაქრის ამოღების გზით. თუმცა დღეისათვის პოპულარული გახდა პიურის დიეტა, რომლის ავტორიცაა ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, თელ-ავივის ერთ-ერთი საავადმყოფოს დიეტისა და კვების განყოფილების დირექტორი ოლგა რაზი.
მისი განმარტებით, ”აშშ-ში პოპულარულია მაღალპროტეინული დიეტები, რომელიც აქვეითებს სეროტონინის დონეს, რომელიც სიამოვნებისა და სიხარულის ჰორმონია, ამიტომაც ადამიანები ხდებიან უფრო გაღიზიანებულები, ნერვიულები და მისტირიან ტკბილს”. მან გაანალიზა სხვადასხვა ნაციონალობის მქონე ადამიანების რაციონი და მივიდა იმ აზრამდე, რომ კარგი პური - ნებისმიერი დიეტის საფუძველთა საფუძველია.
მისი აზრით, ქალებს შეუძლიათ დღიურად მიიღონ 12 ნაჭერი დაბალკალორიული, ან 6 ნაჭერი გაუცეხვავი ხორბლისგან დამზადებული პური, მამაკაცებს - 16 ნაჭერი დაბალკალორიული ან 8 ნაჭერი გაუცეხვავი ხორბლისგან დამზადებული პური. ამის შედეგად არ აღინიშნება შიმშილის გრძნობა. დიეტა ასევე ახდენს ბიოლოგიური დისბალანსის გამოსწორებას, რომელიც ართულებს წონაში კლებას.
პურის დიეტა შეიძლება დაიცვან ტიპი 2 შაქრიანი დიბეტით დაავადებულებმაც, რომლებიც არ იტარებენ ინსულინოთერაპიას, ვინაიდან ასეთი რაციონის ფონზე მცირდება ტკბილზე მოთხოვნილება, ქოლესტერინისა და შაქრის დონე სისხლში. ასეთი დიეტა ხელს უწყობს წნევის ციფრების ნორმალიზებას.
კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა ამ რეკომენდაციების ჭეშმარიტება. ”ჩვენ დავადგინეთ კავშირი კვებასა და სეროტონინის გამომუშავებას შორის. კვლევის მონაწილეებს ეძლეოდათ სხვადასხვა საკვები. მაღალპროტეინულ რაციონის დროს სეროტონინის დონე მკვეთრად ეცემოდა, ხოლო როდესაც გამოსაკვლევი პირები მიირთმევდნენ პურს, სეროტონინის დონე იმატებდა და მასთან ერთად იცვლებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ე.ი. პური ყველაზე დამამშვიდებელი და დამანაყრებელი საკვებია”, ამბობს რაზი.
დიეტა ორი ეტაპისაგან შედგება. 2 კვირის განმავლობაში მოიხმარება გაუცეხვავი ხორბლისგან დამზადებული პური ყველის, ხორცის თხელ ნაჭერთან ერთად ან ჯემის თხელ ფენასთან ერთად, ასევე ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით, კარტოფილის გარდა. გამოირიცხება ბურღულეული. საკვები მიიღება მცირე პორციებად, ხშირად, ყოველ 2-3 საათში. დღიურად მიღებული პურის ენერგეტიკული ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 320–350 კკალ-ს ქალებში და 400–450 კკალ-ს მამაკაცებში.
წონის სწრაფი კლების შემდეგ დგება მეორე სტადია - შემანარჩუნებელი. ის არ არის დროში შეზღუდული და იძლევა გარკვეულ თავისუფლებას საკვების არჩევანში - შეიძლება მიირთვათ თევზი, ზეითუნის ზეთი, სუფები, უცხიმო ქათამი, კვერცხი, ან ხორცი არაუმეტეს 3-ჯერ კვირაში, მცირე რაოდენობით ხილი, მეტი ბოსტნეული, ასევე პურის შემცვლელები - მაკარონი, ყავისფერი ბრინჯი. უნდა დალიოთ დიდი რაოდენობით წყალი, სასურველია ფიზიკური ვარჯიში.
პურზე ორიენტირებული კვება წარმოადგენს ასევე ხმელთაშუაზღვისპირა დიეტის საფუძვლს, რომელიც მიიჩნევა ყველაზე ჯანსაღ დიეტად: პური, ბოსტნეული, ხილის გარკვეული რაოდენობა, ზეითუნის ზეთი, თევზი და ზღვის პროდუქტები. ეს კვება დამახასიათებელია აღნიშნული რეგიონის მოსახლეობისათვის, სადაც ყველაზე ნაკლებია ჭარბი წონის მქონე ადამიანების რიცხვი.

http://www.trud.ru

2011.07.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006