logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ენერგეტიკულ სასმელებზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება შეუძლებელია

ენერგეტიკულ სასმელებზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე–სპიკერმა გიგი წერეთელმა განაცხადა. მისი თქმით, ასეთი შეზღუდვები რომ დაწესდეს, მისი პრაქტიკაში დანერგვა ძალიან რთული იქნება. მისი თქმით, საქართველოში თითქმის არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა ალკოჰოლზე ან ამ ზომას ძალიან ფორმალური ხასიათი აქვს, რადგან ჩვენთან ალკოჰოლის მავნებლობის თემას, ტრადიციებიდან გამომდინარე, ნაკლებად განიხილავენ. ამიტომ უმჯობესი იქნება ენერგეტიკულ სასმელების მავნე ზემოქმედებაზე სპეციალისტებმა იმსჯელონ და ეს მშობლებამდე და თავად მოზარდებამდე მიიტანონ.

ამასთან, როგორც წერეთელი ამბობს, ასეთი მსჯელობები არგუმენტირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული უნდა იყოს, რადგან ყოფილა შემთხვევები, რომ ბრალდებები კონკურენტი კომპანიების მარკეტინგული სვლა აღმოჩენილა. რაც შეეხება ენერგეტიკული სასმელების მავნებლობას, გიგი წერეთელი განმარტავს, რომ ამგვარ სასმელებში შემავალი სტიმულატორები, მათ შორის კოფეინი, ჭარბი მოხმარების დროს უარყოფითად მოქმედებს, თუმცა ჭარბი მოხმარების დროს ზიანის მოტანა ნებისმიერ პროდუქტს შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკული სასმელების შესახებ სტატია ამერიკულმა გამოცემამ Pediatrics–მა გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, სპეციალისტები ამ სასმელებზე ასაკობრივი შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ. სტატიის ერთ-ერთი ავტორის, მაიამის უნივერსიტეტის პროფესორის სტივენ ლიპშულცის განმარტებით, აუცილებელია „ენერგეტიკებზე“ ბავშვების და მოზარდების წვდომა ისევე შეიზღუდოს, როგორც თამბაქოსა და ალკოჰოლზეა შეზღუდული.

ამერიკელი ექიმების მოსაზრებას ქართველი პედიატრები სრულად იზიარებენ. როგორც პედიატრმა ქეთი ნემსაძემ განაცხადა, „ენერგეტიკებზე“ ასაკობრივი შეზღუდვა აუცილებლად უნდა დაწესდეს. მისი თქმით, ექიმების ჯგუფმა ამ საკითხის პარლამენტის წინაშე დაყენებაც გადაწყვიტა, თუმცა კომერციული პრესი იმდენად მაღალი იყო, რომ პრობლემის წინაშე პრაქტიკულად მარტო აღმოჩნდა.

სასურსათო პროდუქტების ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის დალი წულაიას განცხადებით, ენერგეტიკული სასმელები თიშავს ცენტრალური ნერვული სისტემის იმ ნაწილს, რომელიც ადამიანის ორგანიზმს დაღლის სიგნალს აძლევს. შესაბამისად, ადამიანი დაღლას ვეღარ გრძნობს და აქტიურობას აგრძელებს, ანუ ორგანიზმს „აიძულებს“ დამატებითი ენერგია გამოიმუშაოს, რასაც იგი სრულ გამოფიტვამდე მიჰყავს.

http://commersant.ge

2011.04.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006