logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ბავშვთა პოპულარულ საკვებში დარიშხანის შემცველობა აღმოაჩინეს

დარიშხანი და სხვა ტოქსიკური ნაერთები აღმოაჩინეს იმ ინგრედიენტებში, რომელსაც იყენებენ ბავშვთა პოპულარული საკვების დასამზადებლად. მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული მინარევები არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის, თუმცა ექსპერტები არ იზიარებენ ამ ოპტიმიზმს, იტყობინება The Daily Mail.
ეჭვის ქვეშ აღმოჩნდა Organix-ის, Hipp-ის, Nestle-ის და Holle-ის კვება. საკვები შეამოწმა შვედმა მეცნიერებმა კაროლინის ინსტიტუტის მეტალებისა და ჯანმრთელობის შემსწავლელი დეპარტამენტის მეცნიერებმა კარინ ლიუნგის ხელმძღვანელობით. მათი ვერდიქტი შემდეგია: დარიშხანთან ერთად, საკვები შეიცავს კადმიუმის, ტყვიისა და ურანის მაღალ მაჩვენებელს. ამასთან ერთად, დარიშხანის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აღმოჩნდა იმ პროდუქტებში, რომელიც წარმოებული იყო ბრინჯიდან.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის საკვების სტანდარტების სააგენტო ჯერ კიდევ ორი წლის წინ აცხადებდა ბრინჯის რძეში ყველაზე შხამიანი არაორგანული დარიშხანის არსებობის შესახებ. აღნიშნულ ნივთიერებას შეუძლია არა მარტო მოწამვლის, არამედ კიბოს განვითარების პროვოცირებაც. დარიშხანი კულტურებში სასუქებიდან ხვდება, ხოლო დანარჩენი მეტალები და ტოქსინები – ნიადაგიდან.
ამრიგად, ექიმთა გათვლებით, რომლებიც აფასებდნენ ტოქსინების შემცველობას მიკროგრამებში, Organix-ის პროდუქციის ყოველი პორცია შეიცავს 2 მიკროგრამ დარიშხანს, 0,03 მიკროგრამ კადმიუმს და 0,09 მიკროგრამ ტყვიას; HiPP-ის საკვები – 1,7 მიკროგრამ დარიშხანს , 0,13 მიკროგრამ კადმიუმს და 0,33 მიკროგრამ ტყვიას; ხოლო Holle-ის ერთი პორცია ფაფა - 7,3 მიკროგრამ დარიშხანს, 0,38 მიკროგრამ კადმიუმს და 0,26 მიკროგრამ ტყვიას.

http://www.meddaily.ru

2011.04.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006