logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ყავის რეგულარული მოხმარება ქალებში ინსულტის განვითარების რისკს ამცირებს

შვედი მეცნიერების თქმით, ყავის რეგულარული მოხმარება ქალებში ინსულტის განვითარების რისკს ამცირებს, იტყობინება Medical News Today.

სტოკჰოლმის კაროლინის ინსტიტუტის მკვლევარებმა გააანალიზეს დიეტის, ცხოვრების წესისა და დაავადებათა განვითარების ურთიერთკავშირის დასადგენად ათ წელზე მეტი პერიოდის მანძილზე მიმდინარე კვლევის (Swedish Mammography Cohort) მონაწილე 34 670 ქალის მონაცემები. კვლევის დასაწყისში ქალებს არ აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების ნიშნები.

დაკვირვების პერიოდში 1680 ქალს ინსულტი განუვითარდა. ისეთი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების შემდეგ, როგორიცაა სხეულის ჭარბი წონა, თამბაქოს მოწევა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და ალკოჰოლის მიღება დადგინდა, რომ ყავის რეგულარული მოხმარება ამ დაავადების განვითარების რისკს ამცირებს.

მკვლევართა მონაცემებით, ქალებს, რომლებიც ყოველდღიურად, სულ მცირე, ერთ ჭიქა ყავას მაინც სვამდნენ, აღენიშნათ ინსულტის განვითარების რისკის 22-25%-ით შემცირება დარჩენილ ნაწილთან შედარებით. ყოველდღიურად ერთ ჭიქა ყავაზე ნაკლების მოხმარება დაავადების განვითარების რისკზე გავლენას არ ახდენდა.
როგორც კვლევის ხელმძღვანელი სუსანა ლარსონი (Susanna Larsson) აღნიშნავს, რადგან ყავა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოხმარებად სასმელს წარმოადგენს, ორგანიზმზე მის მცირე ზემოქმედებაც კი საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის შეიძლება ძალზედ დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.

ადრე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყავა ამცირებს დიაბეტისა და არითმიის განვითარების რისკს, ასევე აძლიერებს ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ხელს უწყობს კუნთების აღდგენას დატვირთვის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ამ სასმელის ყოველდღიურად ერთ ჭიქაზე მეტი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ორსულობის მიმდინარეობაზე.

http://Medportal.ru

2011.03.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006