logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    გოგრის სასარგებლო თვისებები

გოგრის მრავალი სახეობა არსებობს და ყველა მათგანი ძალიან სასარგებლოა. მას ადამიანები იყენებენ 5000 წელია და დღემდე შეუძლია გაეჯიბროს სხვა ხილსა და ბოსტნეულს არამარტო გიგანტური ზომით, არამედ სარგებლიანობის თვალსაზრისითაც. ის შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელ მრავალ სასარგებლო და საკვებ ნივთიერებას.
მიკროელემენტებისა და ვიტამინების მაღალი შემცველობის წყალობით გოგრას ურჩევენ გულ-სისხლძარღვთა ნებისმიერი დაავადების, შეშუპების, ანემიის მქონე ადამიანებს, ასევე სიმსუქნის დროს.
გოგრის ნარინჯისფერი ჯიში შეიცავს ბეტა კაროტინს მეტი რაოდენობით, ვიდრე სტაფილო და ის სამკურნალო თვისებების მატარებელია.
ძალიან სასარგებლოა გოგრა რკინა-დეფიციტური ანემიის დროს, ვინაიდან შეიცავს სისხლწარმოქმნისათვის აუცილებელ მინერალურ ნივთიერებებს (რკინა, კობალტი, სპილენძი). იგი შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიის მარილებს, რაც ხელს უწყობს პოტენციის ამაღლებას. ინდოეთში გოგრას პატივს მიაგებენ მასში Е ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო, რადგანაც ითვლება, რომ ის ხელს უშლის სიბერეს.
გოგრა ჩემპიონია ბოსტნეულს შორის რკინის, ფტორისა და სპილენძის შემცველობის მიხედვით. მისი ნაყოფი მდიდარია შაქრებით, პექტინით, В ჯგუფის ვიტამინებით, С და Е ვიტამინებით, კაროტინით.
გოგრის უჯრედისი კარგად გადამუშავდება და შეითვისება. უმი გოგრა აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის ფუნქციას, ამცირებს ნაწლავების ანთებას. გოგრის წვენს დასალევად ურჩევენ მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს. გარდა ამისა, ის ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო შარდმდენ მცენარედ.
აღმოჩნდა, რომ გოგრის ფაფა აქვეითებს ბრონქიტით გამოწვეულ მაღალ ტემპერატურას. გოგრის წვენი შეუცვლელი საშუალებაა ჩვეულებრივი გაცივების დროს: ის ამცირებს ტკივილსა და ყელში ფხაჭვნის შეგრძნებას, ზრდის იმუნიტეტს. გამოვლენილია მისი კიდევ ერთი სასარგებლო თვისება: ის ამაგრებს კბილის ემალს, ხელს უწყობს კარიესის პროფილაქტიკას.
თაფლით დამტკბარი გოგრის ნახარში არამარტო სასიამოვნო დასალევია, არამედ უნიკალური დამამშვიდებელი საშუალებაა მათთვის, ვისაც აწუხებს უძილობა. ერთი მესამედი ჩაის ჭიქა ასეთი სასმელი საკმარისია ტკბილი ძილის მოსაგვრელად.
გოგრას შეუძლია კანის პრობლემების მოგვარებაც. მისი რბილობისაგან დამზადებული ფაფით შეიძლება ვუმკურნალოთ დამწვრობას და ანთებას. გოგრის ყვავილის ნახარშით ჩირქოვანი ჭრილობების დამუშავება აჩქარებს მათ შეხორცებას.
გოგრის თესლი კარგადაა ცნობილი, როგორც ჭიების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილი საშუალება. მას ასევე ურჩევენ ორსულებს ტოქსიკოზის დროს - გულისრევის შესამცირებლად.
მიუხედავად მრავალი სასარგებლო თვისებისა, არსებობს ზოგიერთი აკრძალვა გოგრის გამოყენების თვალსაზრისით. გოგრა არ არის სასარგებლო მათთვის, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, დაქვეითებული სეკრეციით მიმდინარე გასტრიტი.
გოგრა უნდა შევინახოთ სიგრილეში, სარდაფში ან შემინულ ლოჯიაში. ჰაერის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს +15°С და არ უნდა იყოს +2 С°-ზე ნაკლები. ზამთრის გოგრას არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები, ამიტომაც მას უნდა გადავაფაროთ რაიმე ქსოვილი. თუკი გოგრა ბევრი გაქვთ, ეცადეთ შენახვისას ისინი არ ეხებოდნენ ერთმანეთს.
გოგრის რბილობი გამოიყენება წვნიანის, ღვეზელების, პურისა და დესერტების დასამზადებლად. გოგრის გამომშრალ ან შებრაწულ მარცვლებს იყენებენ, როგორც მზესუმზირას, ასევე სხვადასხვა სალათებში. რაც შეეხება გოგრის ყვავილებს, მის გამოყენება ასევე შეიძლება საკვებად, კერძოდ სალათების დასამზადებლად. გოგრის საგემოვნო თვისებების გასაუმჯობესებლად იყენებენ სანელებლებს, ამატებენ სხვა ბოსტნეულს. მისი გემო და არომატი უკეთესია გოგრის აირღუმელში დამზადებისას, ვიდრე მოხარშვის ან ორთქლზე მომზადების შემთხვევაში.

http://menslife.info

2010.12.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006