logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევის დამაიმედებელი შედეგები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ჩატარებულ ექსპერტების ორდღიან თათბირზე, რომელზეც განხილულ იქნა პანდემიური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების დარგში მიღწეული შედეგები, აღინიშნა დამაიმედებელი პროგრესი. თუმცა, ჯანმო ასევე გამოთქვამს შეშფოთებას ვაქცინების გლობალური წარმოების პოტენციალის შესახებ.
16 მწარმოებელი 10 ქვეყნიდან მუშაობს ვაქცინის პროტოტიპის შემუშავებაზე პანდემიური გრიპის წინააღმდეგ, რომლის სამიზნეც ფრინველის გრიპის H5N1 ვირუსია. 5 მათგანი ასევე დაკავებულია ფრინველის გრიპის სხვა ვირუსების (H9N2, H5N2 и H5N3) საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებით.
დღეისათვის დასრულებულია/ან გრძელდება ვაქცინის 40-ზე მეტი კლინიკური გამოცდა. მათი უმრავლესობა ფოკუსირებულია მოზრდილ ჯანმრთელ ადამიანებზე. ზოგიერთმა კომპანიამ, რომელმაც დაასრულა უსაფრთხოების კვლევები მოზრდილ ადამიანებზე, დაიწყო კლინიკური კვლევების ჩატარება ხანდაზმულებზე და ბავშვებზე. ყველა ვაქცინა აღმოჩნდა უსაფრთხო და კარგად გადაიტანა კვლევებში მონაწილე ყველა ასაკობრივმა ჯგუფმა.
თათბირზე წარმოდგენილმა პირველმა შედეგებმა მოახდინა დამაჯერებელი დემონსტრირება იმისა, რომ ბოლო დროს შემუშავებული ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენებამ შეიძლება ვირუსის H5N1 შტამზე პოტენციური დაცვითი იმუნური რეაქცია გამოიწვიოს, რაც გამოჩნდა სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონაში. ზოგიერთი ვაქცინები მოქმედებენ ანტიგენის მცირე დოზებზე, რაც ნიშნავს, რომ პანდემიის შემთხვევაში ვაქცინის მნიშვნელოვნად მეტი დოზები შეიძლება იქნას მიღებული.
შედეგები განხილული იქნა ჟენევაში 2007 წლის 15-16 თებერვალს ჩატარებულ ჯანმო-ს თათბირზე, რომელიც რიგით უკვე მესამეა ბოლო ორ წელიწადში და მიეძღვნა პანდემიური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების პროტოტიპების კლინიკური გამოცდების შედეგების შეფასებას და კონსენსუსის მიღწევას მომავალი პრიორიტეტული ქმედებების საკითხში. თათბირში მონაწილეობდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების დარგის 100-ზე მეტი ექსპერტი. წარმოდგენილი და შეფასებული იქნა ინფორმაცია დაახლოებით 20 პროექტის შესახებ.
მიუხედავად დამაიმედებელი შედეგებისა, ჯანმო ხაზს უსვამს, რომ დღეს არსებული მსოფლიო მწამოებელი სიმძლავრეები საკმარისი არ არის ვაქცინაზე პოტენციური გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ვინაიდან დღეისათვის პოტენციალი შეფასებულია სეზონური გრიპის საწინააღმდეგო სამვალენტიანი ვაქცინის 400 მლნ დოზით წელიწადში. ამ პრობლემის გადასაჭრელად ჯანმო-მ 2006 წელს შეიმუშავა გლობალური მოქმედების გეგმა პანდემიური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების მოწოდების გასაფართოებლად. მომავალი 10-წლიანი საქმიანობისათვის საჭიროა 10 მლნ ამერიკული დოლარი. გეგმის ერთ-ერთი მიზანია, მიეცეს განვითარებად ქვეყნებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის საკუთარი საწარმოების გახსნის შესაძლებლობა ტექნოლოგიების გადაცემის გზით, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ მიიღონ უფრო რაციონალური და საიმედო ღოისძიებები პანდემიური გრიპის საფრთხის საპასუხოდ. დღეისათვის ჯანმო მუშაობს ვაქცინების ზოგიერთ მწარმოებლებთან, ძირითადად განვითარებად ქვეყნებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოებების შესაქმნელად.

http://who.int

2007.02.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006