მედიკოსები მუდმივად ურჩევენ კომპიუტერის მომხმარებელს, რომ თავი შეიკავონ ხანგრძლივად კომპიუტერის წინ ჯდომისაგან, რადგან იგი ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას და კერძოდ, მხედველობას. ზოგის მხედველობა მკვეთრად უარესდება, ზოგს კი უვითარდება თვალის ქრონიკული დაღლილობა: თვალების ტკივილი, ჭარბი ცრემლიანობა, სიწითლე, წვის შეგრძნება. ამას ემატება, ასევე, თავის ტკივილი.
დღესდღეობით პრაქტიკულად თითქმის ყველა პროფესიის ადამიანს უხდება დაახლოებით რვა საათის მანძილზე მაინც იმყოფებოდეს კომპიუტერის მონიტორის წინ. თუ სამსახურეობრივი მოვალეობის გამო გიწევთ დიდხანს ბეჯდვა, “უსაფრთხო” შრიფტის გამოყენება საშუალებას იძლევა შედარებით შეამციროს თქვენი თვალების დაძაბულობა.
აშშ-ის მხედველობითი ერგონომიკის ლაბორატორიის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ Verdana წარმოადგენს ადამიანის მხედველობისთვის ყველაზე უსაფრთხო კომპიუტერულ შრიფტს.
მეცნიერთა გამოთვლით, ადამიანის თვალის კუნთები ყველაზე ნაკლებად იძაბება Verdana-ს შრიფტით აკრეფილი ტექსტების კითხვისას, რადგან ეს შრიფტი ასოებზე ნაჭდევების არარსებობის გამო წაკითხვისათვის კარგი აღთქმადი თვისებებით ხასიათდება. თვალებისათვის შრიფტის ოპტიმალურ ზომას წარმოადგენს მე-10, მე-12 პუნქტები.
http://NEWSru.com
2010.08.24