logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ამერიკელმა სტომატოლოგებმა გააქარწყლეს კბილის ჯანმრთელობის შესახებ არსებული 6 მითი

ამერიკელმა ექიმებმა (Tufts University School of Dental Medicine) გააქარწყლეს კბილის ჯანმრთელობის შესახებ არსებული მითები.

მითი 1: ორსულობის პერიოდში კბილების ცუდი ჯანმრთელობა ძირითადად შემოიფარგლება პირის ღრუს მდგომარეობით.
სინამდვილეში, ყველაფერი, რასაც იღებს ქალი ორსულობის პერიოდში საკვების სახით, აისახება ნაყოფის განვითარებაზე. კერძოდ, არასაკმარისი კვების შემთხვევაში ნაყოფი განწყობილია შემდგომ ცხოვრებაში კარიესის განვითარებისადმი. 14 კვირიდან 4 თვემდე კალციუმისა და D და А ვიტამინების, ასევე ცილის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს დეფექტები. სამეცნიერო მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ დედის ორგანიზმში B6 და B12 ვიტამინების ნაკლებობა შეიძლება გახდეს ბავშვებში კურდღლის ტუჩისა და მგლის ხახის განვითარების რისკ-ფაქტორი.

მითი 2: რაც უფრო მეტია შაქრის შემცველობა რაციონში, მით მეტია კარიესის განვითარების ალბათობა.
დანტისტების განმარტებით, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია არა შაქრის რაოდენობა, არამედ ის დრო, რომლის განმავლობაშიც შაქარი შეიძლება მოქმედებდეს კბილებზე. მაგ. შაქრისაგან ბაქტერიების მიერ გამომუშავებული მჟავების ძლიერი ზემოქმედება კბილებზე ხდება კანფეტების ხანგრძლივი ღეჭვის დროს ან ტკბილი გაზირებული სასმელების მცირე ულუფებად გახანგრძლივებული მიღებისას.

მითი 3: სარძევე კბილების დაკარგვა მათი დაზიანების (კარიესი ან კბილის ქსოვილის სხვა დაზიანება) გამო - ნორმალური მოვლენაა.
ეს საკმაოდ გავრცელებული მითია. კარიესმა შეიძლება გამოიწვიოს განვითარებადი მუდმივი კბილების გვირგვინის დაზიანება. სარძევე კბილების ნაადრევი მოცვლის შემთხვევაში მუდმივი კბილები შეიძლება განვითარდეს დეფორმაციით და საჭიროებდეს შემდგომში ორთოდონტულ თერაპიას.

მითი 4: ოსტეოპოროზი მოქმედებს მხოლოდ ძვლებზე და სახსრებზე.
ამ დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს კბილების დაზიანებაც. კბილები მოთავსებულია ყბის ძვლებში და ერთმანეთთან დაკავშირებულია ქალას სახის ძვლებით, რომლებსაც ასევე შეიძლება შეეხოს ოსტეოპოროზი, გვაფრთხილებენ სპეციალისტები.

მითი 5. კბილის პროტეზები აადვილებენ საკვების მიღებას.
თუ პროტეზი ზუსტად არ შეეესაბამება ყბას, ხანდაზმული ადამიანები ცდილობენ მიიღონ ადვილად გადასამუშავებელი პროდუქტები, რომლებიც ასევე ხასიათდებიან საკვები ნივთიერებების დაბალი შემცველობით. ასეთ შემთხვევაში სპეციალისტები მათ ურჩევენ, მიიღონ მოხარშული ბოსტნეული და დაკონსერვებული ხილი ცოცხალი ხილ-ბოსტნეულის ნაცვლად, ხოლო ბიფშტექსის ნაცვლად - ხორცის ფარში.

მითი 6: კბილები იშლება მხოლოდ კარიესის შედეგად ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდში.
მოზრდილ და ხანდაზმულ ასაკში ანტიდეპრესანტების, შარდმდენების, ანტიჰისტამინური და სედატიური პრეპარატების გამოყენება ზრდის კბილების დაზიანების რისკს ნერწყვის სეკრეციის შემცირების გამო. ნერწყვის ნაკლებობა ნიშნავს, რომ პირის ღრუ უფრო ნელა სუფთავდება, რაც ზრდის სტომატოლოგიური პრობლემების რისკს, განმარტავენ მეცნიერები. გარდა ამისა, მოზრდილი და ხანდაზმულ ადამიანებს უფრო ხშირად აქვთ ქრონიკული დაავადებები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი, რაც წარმოადგენს რისკის ფაქტორს ღრძილების ანთებისათვის და შესაბამისად, კბილების შემდგომ კარგვას განაპირობებს.

http://Ami-tass.ru

2010.08.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006