logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    კორტიზოლის სეკრეცია კორელაციაშია დიაბეტის გართულებებთან

კორტიზოლის სეკრეცია იზრდება ქრონიკული გართულებებით მიმდინარე ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს, იუწყებიან "Diabetes Care" იანვრის გამოცემაში. ზოგიერთმა წინა კვლევებმა აჩვენა ადენოკორტიკოტროპული ჰორმონის (აკტჰ) მომატება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, სხვა კვლევებში ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემაში არანაირი აქტივობა შემჩნეული არ ყოფილა.
დოქტორმა იაკოპო ჩაიოდინიმ (Iacopo Chiodini) მილანის უნივერსიტეტიდან (იტალია) და მისმა კოლეგებმა შეაფასეს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედა აქტივობა ქრონიკული გართულებებით ან მის გარეშე მიმდინარე მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 170 პაციენტის ანალიზების მიხედვით და შეადარეს შესაბამისი ასაკისა და სქესის, მაგრამ შაქრიანი დიაბეტის გარეშე 71 პაციენტის ანალიზებს.
მთლიანობაში, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს აღმოაჩნდათ შარდში თავისუფალი კორტიზოლის უფრო მაღალი დონე; ასევე უფრო მაღალი კორტიზოლის დონე შრატში ღამით 1მგ დექსამეტაზონის სუპრესორული ტესტის ჩატარების შემდეგ, შრატში 12 საათიანი კორტიზოლის დონის და არტერიული წნევის მომატება, ვიდრე პაციენტებს საკონტროლო ჯგუფიდან, იუწყებიან ავტორები.
შედეგების მიხედვით, დიაბეტის ჯგუფში, ქრონიკული გართულებების მქონე პაციენტებში აღინიშნა ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ხაზის აქტივობის უფრო მაღალი პარამეტრები, ვიდრე პაციენტებში გართულებების გარეშე.
ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის აქტივობა არ იყო კორელაციაში A1c-სთან, დაავადების ხანგრძლივობასთან, წელის გარშემოწერილობასთან, ინსულინისადმი რეზისტენტობასთან ან მეტაბოლური სინდრომის კომპონენტების რაოდენობასთან, აღნიშნავენ ავტორები.
დიაბეტის გართულებების რიცხვი მნიშვნელოვნად ასოცირდებოდა შრატის 12 საათიანი კორტიზოლის დონესთან და დიაბეტის ხანგრძლივობასთან.
12 საათიანი კორტიზოლის დონე დაკავშირებული იყო რეტინოპათიასა და ნევროპათიასთან; კავშირი ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ხაზის სხვა პარამეტრებთან და დიაბეტის რაიმე სხვა გართულებებთან ნანახი არ იქნა.
”მაშინაც კი, თუ მიღებულ მონაცემებს არა აქვს არანაირი უშუალო მნიშვნელობა ასეთი პაციენტების კლინიკური მართვისათვის, შემდგომი კვლევების ჩატარება მაინც აუცილებელია, რათა გავიგოთ, თამაშობს თუ არა ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ხაზის აქტივობა რაიმე მიზეზობრივ როლს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის ქრონიკული გართულებების განვითარებაში”, თვლიან ავტორები.
”შეიძლება კარგ იდეად ჩაითვალოს როსიგლიტაზონის ეფექტების შეფასება ჰიპოფიზ-თირკმელზედა აქტივობაზე დიაბეტიან პაციენტებში გართულებებით და მის გარეშე, ისე, რომ მხედველობაში იქნას მიღებული ამ ნივთიერების ზემოქმედება როგორც თირკმელზედა ჯირკვლებზე, ასევე ინსულინისადმი რეზისტენტობაზე”, დაამატა დოქტორმა ჩაიოდინიმ.

http://Solvay-pharma.ru

2007.02.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006